ბიზნესი
09/11/2021

გაზზე მომუშავე ტექნიკაზე რეგულაციები დეკემბრიდან ამოქმედდება - რეგლამენტი აღარ გადავადდება

ბუნებრივ აირზე მომუშავე მოწყობილობებისთვის ახალი ვალდებულების ამოქმედებამდე ერთ თვეზე ნაკლები დრო რჩება. რეგლამენტი, რომელიც იმპორტიორებს და მწარმოებლებს მოწყობილობების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ნორმების შესაბამისად დაპროექტებული და წარმოებული პროდუქციის რეალიზაციას ავალდებულებს საბოლოოდ 1-ლი დეკემბრიდან ამოქმედდება.

ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც ბუნებრივ აირზე მომუშავე მოწყობილობებისთვის ახალ ვალდებულებებს აწესებს, რამდენჯერმე გადავადდა. რეგულაცია იანვარში უნდა ამოქმედებულიყო, რომელიც ჯერ 1-ლი ივლისიდან 1-ელ სექტემბრამდე, შემდგომ კი 1-ელ დეკემბრამდე გადავადდა.

თარიღი საბოლოოა, რეგულაციის ამოქმედება აღარ გადავადდება. მისი ამოქმედება პანდემიის გათვალისწინებით გადავადდა, ახლა კი მთავრობა კომპრომისზე წასვლას აღარ აპირებს და არც მის შერბილებას განიხილავს.

რეგლამენტის მიხედვით, ბაზარზე მხოლოდ ის მოწყობილობები გაიყიდება, რომლებიც ევროპული სტანდარტების მიხედვით იქნება წარმოებული და შესაბამისი სერთიფიკატიც ექნება. კერძოდ, მოწყობილობებს სხვა ძირითად პარამეტრებთან ერთად, უნდა გააჩნდეთ, ინვერტორული საცირკულაციო წყლის ნასოსი და საკონდენსაციო წვის კამერა.

ინდუსტრიის წარმომადგენლები უსაფრთხოების მიზნით, ევროპული სტანდარტების დანერგვას მიესალმებიან, თუმცა ამბობენ, რომ რეგულაციების ამ ფორმით მიღება დიდ ცვლილებებს გამოიწვევს, რიგ მიმწოდებლებს ბაზარს მიღმა დატოვებს, სამომხმარებლო თვალსაზრისით კი, პროდუქციის ფასებს პრაქტიკულად გააორმაგებს.

მათი ცნობით, დღესდღეობით, ბაზარზე წარმოდგენილი პროდუქციიდან, ახალ რეგლამენტთან შესაბამისი ძალიან მცირე ნაწილია. ეკონომიკური და ჯანმრთელობის კრიზისიდან გამომდინარე, ლარის გაუფასურებულ კურსთან ერთად, ისედაც გაძვირებული ფასების კიდევ უფრო ზრდა კი რეგიონების გაზიფიცირებას პრაქტკულად აზრს დაუკარგავს, რადგან მოსახლეობის დიდი ნაწილი გათბობის ქვაბის ყიდვას სიძვირიდან გამომდინარე ვეღარ მოახერხებს. წყლის ბუნებრივ აირზე მომუშავე გამაცხელებლები კი სიძვირიდან გამომდინარე ბაზრიდან პრაქტიკულად გაქრება.

1-ლი დეკემბრის შემდეგ, ქვეყანაში ბუნებრივ აირზე მომუშავე მოწყობილებების იმპორტი ახალი რეგულაციების შესაბამისად უნდა განხორციელდეს. იმპორტიორებს საშუალება ექნებათ, აღნიშნულ თარიღამდე, უკვე იმპორტირებული პროდუქციის რეალიზაციაც მოახდინონ.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, რეგლამენტი გამაცხელებლებს, გათბობის ქვაბებს, გაზქურებს და სხვა აირად საწვავზე მომუშავე მოწყობილობების, დაახლოებით 50-მდე იმპორტიორს ეხება.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023