ბიზნესი
20/07/2021

Ge Investment Corp-ი საქართველოში თხილისა და ნუშის გადამამუშავებელ საწარმოებს გახსნის

Ge Investment Corp-ი საქართველოში ორ ახალ საწარმოს ხსნის. საწარმოები თხილისა და ნუშის გადამამუშავების მიმართულებით იმუშავებენ.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ Ge Investment Corp-ის დირექტორმა თორნიკე ლათათიამ განუცხადა, მომავალი წლიდან კომპანია ნუშის აგრესიულ ექსპორტს დაიწყებს. ექსპორტი დიდ ბრიტანეთისა და გერმანიაში განხორციელდება. კომპანიას შესაბამისი კონტრაქტები უკვე გაფორმებული აქვს.

„ამ ქვეყნებში შეიმჩნევა პროდუქციის მაღალი მოხმარების ტენდენცია და ჩვენი დაკვირვებით ეს არის ბაზარები, სადაც შეიძლება პროდუქცია გაიყიდოს მაღალ ფასად, თუ მათ მოთხოვნებს ხარისხთან დაკავშირებით დავაკმაყოფილებთ, რისი ძალიან დიდი იმედიც გვაქვს“ - აცხადებს თორნიკე ლათათია.

Ge Investment Corp-ი ამერიკული კომპანიის ფილიალია, რომელიც საქართველოში ორი კომპანიით ოპერირებს - „ჯი ინვესტმენტი“ გადამუშავების, ხოლო Nuts Incorporated- პირველადი წარმოების - ნუშისა და თხილის ბაღების სეგმენტში მუშაობს.

კომპანია 2500 ჰექტრამდე თხილისა და ნუშის ბაღებს ფლობს საქართველოში. ბოლო სამი წლის განმავლობაში ჯგუფმა ქვეყანაში 30 მლნ დოლარის ინვესტიცია განახორციელა.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023