ბიზნესი
16/05/2023

George Grey Winery ღვინის რესტორნის ან ბრენდული ბარის გახსნას განიხილავს

George Grey Winery-მ ბრენდული მაღაზიების გახსნა გადადო. როგორც კომპანიის დამფუძნებელი და კომერციული დირექტორი გიორგი რუხაძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, ეს გეგმა დღის წესრიგში ისევ რჩება, თუმცა მიმდინარე წლის ბოლომდე ბრენდული მაღაზიის გახსნა ვერ მოხერხდება.

„როდესაც ციფრებში ითვლი და ანგარიშობ, რამდენად გამართლებულია საფირმო მაღაზიების გახსნა, ამ ეტაპზე, ჩვენი კომპანიის აქტიურ მიზანში ეს არ ჯდება. ბრენდული მაღაზიის შენახვა არის საკმაოდ რთული, გააჩნია რომელ ლოკაციაზე ხარ, სად ხარ, კადრიც შესაბამისად დატრენინგებული უნდა გყავდეს, რაც არ არის ასევე მარტივად მიღწევადი. ამიტომ, მიმდინარე წლის ბოლომდე ამ პროექტის განხორციელებას ვერ შევძლებთ“,- განმარტა გიორგი რუხაძემ.

მისივე თქმით, კომპანია ბრენდული მაღაზიების გარდა, ალტერნატიულ პროექტებზეც მუშაობს.

„გუნდში განვიხილავთ ბრენდული რესტორნისა და საფირმო ბარის იდეას, სადაც ჩვენი ღვინოები და ღვინის კოქტეილები გაიყიდება. იქნება ეს ღვინის მაღაზია, რესტორანი, თუ ბარი - უნდა იყოს სახასიათო და პრემიუმ ხაზის. ამიტომ, იდეების დახვეწაზე მიდის აქტიური მუშაობა“,- აღნიშნა კომპანიის დამფუძნებელმა და კომერციულმა დირექტორმა გიორგი რუხაძემ.

შეგახსენებთ, George Grey Winery პრემიუმ კლასის ქართულ ღვინოებს აწარმოებს, მათ შორის საფერავს,  ქინძმარაულს, ქვევრის რქაწითელს, ქვევრის ქისის.  კომპანია საკუთარი ღვინის რეალიზაციას ადგლობრივი ბაზრის გარდა, საექსპორტო მიმართულებითაც ახდენს, კერძოდ - უზბეკეთში, აშშ-ში, ავსტრიაში, ლიხტენშტეინში, ჰონგ-კონგში, გერანიასა და სხვა ქვეყნებში.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023