ბიზნესი
03/05/2023

George Grey Winery-ის ლიქიორი ფლორიდის შტატსა და დომენიკის რესპუბლიკაშიც გაიყიდება

George Grey Winery-მ საკუთარი პროდუქციის ასორტიმენტი გააფართოვა და ლიქიორის წარმოება დაიწყო. როგორც კომპანიის დამფუძნებელი და კომერციული დირექტორი გიორგი რუხაძე აცხადებს, ეს არის პრემიუმ ხაზის ლიქიორი, რომელიც „ორნამენტის“ ბრენდის ქვეშ იწარმოება.

„კომპანია ორნამენტისა და George Grey Winery-ის კოლაბორაცია შედგა. ეს სახელი ჩვენი პარტნიორების ინსპირაციის წყარო იყო. მინდა სიამაყით აღვნიშნო, რომ უკვე აშშ-ში მოვახდინეთ ამ ლიქიორის ექსპორტი და მალე, ფლორიდის შტატში, ძალიან მნიშვნელოვან ობიექტებში მოვახდენთ რეალიზაციას“, - აღნიშნა გიორგი რუხაძემ.

მისივე ინფორმაციით,George Grey Winery-ის ლიქიორი სადეგუსტაციოდ გაიგზავნა დომენიკის რესპუბლიკაში.

„სხვადასხვა კლუბში მოხდა ჩვენი ლიქიორის დეგუსტაცია და ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა. შესაბამისად, ველოდებით მათი მხრიდან საექსპორტო შეკვეთას“, - განმარტა კომპანიის დამფუძნებელმა და კომერციულმა დირექტორმა.

გიორგი რუხაძემ ადგილობრივ ბაზარზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ლიქიორი „ორნამენტი“ ღვინის ბაზაზეა დამზადებული და მისი ფასი 60 ლარამდეა.   

შეგახსენებთ, George Grey Winery  პრემიუმ კლასის ქართულ ტრადიციულ ღვინოების, მათ შორის საფერავს, ქინძმარაულს, ქვევრის რქაწითელს, ქვევრის ქისს აწარმოებს.

კომპანია საკუთარი ღვინის რეალიზაციას ადგლობრივი ბაზრის გარდა, საექსპორტო მიმართულებითაც ახდენს, კერძოდ - უზბეკეთში, აშშ-ში, ავსტრიაში, ლიხტენშტეინში, ჰონგ-კონგში, გერანიასა და სხვა ქვეყნებში.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023