ბიზნესი
09/01/2023

Gepherrini-ს პროდუქცია კანადაშიც გაიყიდება

 Gepherrini  კანადის ბაზარზე შესასვლელად ემზადება. კომპანიის დამფუძნებელი ილია გეფერიძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია, პირველი პარტია კი  წლის დასაწყისში გაიგზავნება.

მისი ინფორმაციით,Gepherrini 2022 წელს ექსპორტის მიმართულებით საკმაოდ გააქტურდა. მათ შორის, ჩინეთთან გაფორმდა 4 წლიანი ხელშეკრულება, რომელიც ონლაინ პლატფორმა Tmall-ზე გაყიდვებს გულისხმობს.

ტყავის აქსესუარების კომპანიამ  2022 წელი 23%-იანი ზრდით დაასრულა. მიუხედავად ამისა, რუსეთ-უკრაინის ომმა და პანდემიამ კომპანიას არ მისცა იმის საშუალება დაგეგმილი საინვესტიციო პროექტი სრულად განეხორციელებინა.

საუბარია,  ქალისა ტანსაცმლის ხაზის ამოქმედებაზე. „გაყიდვები იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებელი მოგვყვება. ეს გრძელვადიანი პროექტია და დრო უნდა. მოკლევადიან პერიოდში დიდ შედეგს არ ველოდებით,“-აცხადებს გეფერიძე.

2014 წელს დაფუძნებული Gepherrini ქალის, მამაკაცისა და ბავშვის ჩანთების გარდა სამაჯურებს, სამგზავრო ჩანთებს, ტყავის ქამრებს და საფულეებს აწარმოებს. კომპანიას ამჟამად წარმოება ნაძალადევის რაიონში, მექანიზაციის ქუჩაზე აქვს.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023