ბიზნესი
14/09/2023

Gepherrini თანამშრომლობას იტალიასთან იწყებს

ტყავის აქსესუარების კომპანია Gepherrini თანამშრომლობას იტალიასთან იწყებს.

როგორც კომპანიის დამფუძნებელმა  ილია გეფერიძემ „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრისას განმარტა, უკვე მზადაა პროდუქცია კანადისთვისაც და პირველი ექსპორტი სექტემბერში განხორციელდება. ამასთან, Gepherrini-მ ჩინეთთან გრძელვადიანი თანამშრომლობის, 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

„ჩანთებში ხარისხის კუთხით, უკვე საკმაოდ მაღალ დონეს მივაღწიეთ. ჩინეთში რამდენიმე შეკვეთის გაგზავნის შემდეგ, უკვე შევძელით დიდი პროექტის განხორციელების დაგეგმვა. გასულ თვეში ჩვენი პარტნიორები იყვნენ ჩამოსული და ახლა უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ Gepherrini ერთადერთი ბრენდია, რომელიც საქართველოდან პროდუქციას Tmall-ზე ყიდის. მარტივი არ არის მანდ მოხვედრა. სერიოზული ბიუროკრატიული ბარიერები გადავლახეთ, ეს პროცესი დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა.“ - აღნიშნა ილია გეფერიძემ.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე Tmall-ზე Gepherrini-ს მიერ წარმოებული 18 სახის პროდუქტი იყიდება. თუმცა, დეკემბრის ბოლომდე ეს მაჩვენებელი 30-მდე გაიზრდება.

„ჩვენ ყველა ბაზარზე შევდივართ საშუალო საფასო საგმენტში. მთელ მსოფლიოში დაახლოებით ერთი და იგივე ფასია. მხოლოდ საქართველოშია შედარებით მცირე. ზოგადად, ახალ ბაზრებზე შესვლა იმდენად რთული არ არის. უფრო დიდი პრობლემა თავის დამკვიდრებაა,“ - აღნიშნა ილია გეფერიძემ.

მისივე განმარტებით პანდემიის შემდეგ Gepherrini-ს პროდუქციაზე ფასები დაახლოებით 10%-ით არის გაზრდილი.

ცნობისთვის, Gepherrini  2014 წელს დაარსდა და პირველი ქართული კომპანიაა, რომელმაც მასიურად დაიწყო ჩანთების წარმოება საქართველოში. ჩანთებს ეტაპობრივად დაემატა ფეხსაცმელები, საფულეები, ტყავისა და ვერცხლის აქსესუარები.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023