ბიზნესი
08/09/2023

გერმანიაში მეღვინეობა თელიანი ველის წარმომადგენლობა გაიხსნა

ქართული ღვინო მსოფლიოს უმსხვილესი სავაჭრო ქსელების Lidl, Rewe, Edeka-სა და Tegut-ის თაროებზეა.

მეღვინეობა თელიანი ველი საერთაშორისო ბაზარზე ქართული ღვინის სათავეში დგას და მსოფლიოსთვის ქართული ღვინის გაცნობას აგრძელებს. გერმანიის დედაქალაქ ბერლინში კომპანიის წარმომადგენლობა- Teliani Europe GmbH-ის სახელით დაარსდა, რომელიც ქართული ღვინის დისტრიბუციასა და პოპულარიზაციაზე 2022 წლიდან აქტიურად მუშაობს.

Teliani Europe-ის პორტფოლიოში Teliani Valley Winery 97-ის პრემიუმ ხაზის ასორტიმენტი, ასევე გლეხურის სერიის ტრადიციული მეთოდით ქვევრში დაყენებული ღვინოებია წარმოდგენილი, რომელიც უკვე წარმატებით იყიდება ღვინის სპეციალიზირებულ მაღაზიებსა და ჰორეკა სექტორში. აღსანიშნავია, რომ ხელმისაწვდომია ბერლინის ყველაზე პრემიალური სავაჭრო ცენტრის KaDeWe-ს ღვინის განყოფილებაში.

ასევე, უმსხვილესი სავაჭრო ქსელების - Lidl, Rewe, Edeka-სა და Tegut-ის 1000-ზე მეტი მაღაზიის თაროზე მეღვინეობა თელიანი ველის ბრენდებს 8K და Georgia Gorgeous -ს აღმოაჩენთ, რომელიც გერმანულმა სააგენტომ “Wine and More”-მა სპეციალურად ადგილობრივი მომხმარებლისთვის შექმნა.

8K Ancient Red-ის შექმნის ინსპირაცია საქართველოს მეღვინეობის 8000 წლიანი უწყვეტი ტრადიციაა, რომელსაც მსოფლიოს ვაცნობთ. მნიშვნელოვანი იყო ბრენდის შეფუთვა გამორჩეული, განსხვავებული, პროგრესული და ადვილად დასამახსოვრებელი ყოფილიყო. ბრენდის ვიზუალური იდენტობაც შესაბამისად შეიქმნა. საფერავისგან დამზადებული ღვინო, წითელი ხილის მსუბუქი არომატებით, რბილი ტანინებითა და ხანგრძლივი დაბოლოებით, პროფესიონალებმა ადგილობრივი მომხმარებლის გემოვნების გათვალისწინებით შეარჩიეს. ღვინის სახელწოდება 8K Ancient Red კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ქართული მეღვინეობა-მევენახეობის მრავალსაუკუნოვან ისტორიას.

ბრენდი Georgia Gorgeous გერმანიის ბაზარზე 2 ღვინის სახეობით, საფერავითა და რქაწითელით არის წარმოდგენილი. ადგილობრივი მომხმარებლებისთვის საქართველოსა და ქართული ღვინის უკეთესად გასაცნობად, ასევე მარტივად დასამახსოვრებლად, ღვინოს Georgia Gorgeous Red და Georgia Gorgeous White  ეწოდა, ხოლო ეტიკეტზე ქვევრის გამოსახულებაა დატანილი.

გერმანიაში მეღვინეობა თელიანი ველის წარმატება სწორად შერჩეულმა ღვინომ და სპეციალურად შექმნილმა შეფუთვამ განაპირობა, რომელზეც თელიანი ველის გუნდთან ერთად ღვინის მაგისტრები და პროფესიონალები, გერმანული სტრატეგიული და მარკეტინგული სააგენტოს წარმომადგენლები მუშაობდნენ. გერმანიაში წარმოდგენილი ღვინის ასორტიმენტის დაახლოებით 50% იმპორტირებულია. მოხმარების მაჩვენებელი ერთ სულ მოსახლეზე სტაბილური და უცხოური ღვინის მიმართ ინტერესი კი ყოველწლიურად მზარდია. ღვინის მწარმოებელი ქვეყნებისთვის გერმანიის ბაზარი განსაკუთრებულად საინტერესო და მნიშვნელოვანია.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023