ბიზნესი
25/07/2020

GGU ირლანდიის ბირჟაზე $250 მლნ-ის მწვანე ობლიგაციებს განათავსებს

Georgia Global Utilities (GGU) 250 მლნ დოლარის მწვანე ობლიგაციების განთავსებას გეგმავს.

განთავსება სავარაუდოდ 30 ივლისს მოხდება. მოზიდული რესურსით „საქართველოს კაპიტალის“ შვილობილი ყველა არსებული ვალდებულების რეფინანსირებას და ასევე, წყალმომარაგებისა და წყალანარების ქსელის კაპიტალურ ხარჯების დაფინანსებას მოხმარდება.

ობლიგაციების განთავსება იგეგმება ირლანდიის საფონდო ბირჟაზე.

„მოხარული ვარ განვაცხადო, რომ  GGU -მ გამოუშვა საქართველოს ისტორიაში პირველად „მწვანე ბონდები“, რასაც ინვესტორთა მხრიდან ძალიან დიდი დაინტერესება მოჰყვა, რაც  კიდევ ერთხელ აჩვენებს კაპიტალთან წვდომის ჩვენს შესაძლებლობებს, ამ უპრეცენდენტო პერიოდშიც კი. ობლიგაციების გამოშვება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს Georgia Global Utilities  -ის ფინანსურ მოქნილობას, ლიკვიდობას  და ხელს შეუწყობს ბიზნესის ჯანსაღ ზრდას. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს დიდი ხნის პარტნიორებს DEG -ს, FMO-ს  და ADB-ს, როგორც ობლიგაციების წამყვან ინვესტორებს“, - აცხადებს „საქართველოს კაპიტალის“ აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი გილაური.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023