ბიზნესი
12/10/2020

ღეროვანი უჯრედების ლაბორატორიიის პროექტი პანდემიის გამო დაპაუზდა

სამედიცინო-დიაგნოსტიკური ცენტრის მშენებლობის პროექტი, სადაც ღეროვანი უჯრედების ლაბორატორია უნდა განთავსდეს, პანდემიის გამო დაპაუზდა.

ობიექტის ერთ-ერთი მესაკუთრის ჭაბუკა ჩირგაძის განცხადებით, ობიექტი კოსტავას გამზირზე, დანიური სახლის უკან უნდა აშენებულიყო, თუმცა, იმის გამო, რომ დამატებითი ტერიტორიის შესყიდვა ადგილზე ვეღარ მოხერხდა, ინვესტორმა გადაწყვიტა თბილისში მოიძიოს ალტერნატიული, 2500-3000 კვ. მეტრის ფართი და სამედიცინო-დიაგნოსტიკური ცენტრი ახალ ლოკაციაზე ააშენოს.

ჩირგაძე აცხადებს, რომ ლოკაციის შერჩევა და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა ამ დრომდე ვერ მოხერხდა. „სურვილი და მონდომება არის, თუმცა მსოფლიოში კრიზისია და ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. ვითარების დასტაბულურებას ველოდებით. საქართველო განიხილება როგორც მზარდი ბაზარი, შესაბამისად, ეს საკითხი აქტუალობას არ კარგავს,“ - აცხადებს ჩირგაძე.

პროექტის ერთ-ერთი მესაკუთრე განმარტავს, რომ ეს იქნება ლაბორატორია, სადაც თითქმის ყველა ტიპის კვლევების ჩატარება იქნება შესაძლებელი. მათ შორის იქნება ღეროვანი უჯრედების ლაბორატორიაც.

თბილისში, კოსტავას N70-ში მდებარე ქონების ერთ-ერთი მესაკუთრე, ფიზიკური პირი ჭაბუკ ჩირგაძე 2017 წლის თებერვალში გახდა. ინვესტორი გერმანიაში მცხოვრები ქართველი ბიზნესმენია და უძრავი ქონება ელექტრონულ აუქციონზე 1,483  მლნ ლარად იყიდა. მაშინ ითქვა, რომ მხოლოდ სამშენებლო-მოპირკეთების სამუშოებში ინვესტორი დაახლოებით 0,5 მლნ დოლარს დახარჯავდა. დღეს ჩირგაძე აცხადებს, რომ პროექტის საინვესტიციო ღირებულება გაიზარდა.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023