ბიზნესი
21/08/2020

GHG-იმ ინგოროყვას კლინიკის 40%-იანი წილი გაასხვისა

საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფმა (GHG) ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის (“მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრი, საუნივერსიტეტო კლინიკა”) 40%-იანი წილი გაასხვისა, - ინფორმაცია „ბიზნესპარტნიორს“ საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ გამყრელიძემ დაუდასტურა.

მისი ინფორმაციით, ნასყიდობის ხელშეკრულება GHG-სა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს შორის 19 აგვისტოს გაფორმდა. ჯანდაცვის ჯგუფის ინფორმაციით, უნივერსიტეტი აღნიშნულ აქტივს  როგორც სასწავლო პლატფორმას ისე გამოიყენებს. გარიგების მოცულობა კი 12 მლნ დოლარია.

GHG-ის ინფორმაციით, წილის გაყიდვა  ჯგუფის  იმ სტრატეგიის ნაწილია, რომელიც ნაკლებშემოსავლიანი  აქტივების გაყიდვას გულისხმობს.

როგორც ცნობილია, ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში GHG-ი 50%-იან წილს ფლობდა, დანარჩენი 50%-ი კერძო მფლობელების იყო. გარიგების შედეგად, ინგოროყვას კლინიკაში GHG-ის წილი 10%-მდე შემცირდა, რომლის გასხვისებასაც  ჯგუფი უახლოეს მომავალში გეგმავს.

შეგახსენებთ, "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი" ლონდონის საფონდო ბირჟიდან მოიხსნა. ეს გადაწყვეტილება კომპანიამ 8 ივლისს მიიღო, თუმცა ძალაში 2020 წლის 5 აგვისტოს შევიდა. GHG კერძო კომპანია გახდა და მისი აქციები Georgia Capital-მა გამოისყიდა, რომელიც აქამდე „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ 70.6%-იანი წილის მფლობელი იყო.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023