ბიზნესი
21/12/2020

GHG ინგოროყვას კლინიკის 10%-იანი წილის გასხვისებას გეგმავს

საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის (GHG) გეგმა ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის (“მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრი, საუნივერსიტეტო კლინიკა”) დარჩენილი 10%-იანი წილის გასხვისებაზე ძალაში რჩება.

"კლინიკის დარჩენილი 10%-იანი წილი ჯერ არ გაგვისხვისებია, თუმცა ვგეგმავთ", - განმარტავს ჯგუფის გენერალური დირექტორი "ბიზნესპარტნიორთან." დამატებით დეტალებზე კი ნიკოლოზ გამყრელიძე ვერაფერს ამბობს.

საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფმა (GHG) ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის 40%-იანი წილი 2020 წლის აგვისტოში 12 მლნ დოლარად თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს მიყიდა. ახალ აქტივს უნივერსიტეტი სასწავლო პლატფორმად გამოიყენებს. 

GHG-ი მაშინ აცხადებდა, რომ წილის გაყიდვა  ჯგუფის  იმ სტრატეგიის ნაწილი იყო, რომელიც ნაკლებშემოსავლიანი აქტივების გაყიდვას გულისხმობს.

ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში GHG-ი 50%-იან წილს ფლობდა, დანარჩენი 50% კი კერძო მფლობელები. გარიგების შედეგად, ინგოროყვას კლინიკაში GHG-ის წილი 10%-მდე შემცირდა.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
01

30/04/2021
ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
02

31/10/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
03

03/11/2023
ეკონომიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: 2024 წლის ბიუჯეტში, 5%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს გათვალისწინებული
04

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
05

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
06

03/11/2023