ბიზნესი
27/09/2023

ღვინის მწარმოებელი კომპანია "გიდა ვაინი" თბილისში ბრენდული მაღაზიის გახსნას გეგმავს

ღვინის მწარმოებელი კომპანია "გიდა ვაინი" მიმდინარე წელს პირველი  ბრენდული მაღაზიის გახსნას გეგმავს.

როგორც კომპანიის დამფუძნებელი, გივი ყვარელაშვილი "ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს,მაღაზია თბილისში, მთაწმინდის რაიონში გაიხსნება. ამ დროისთვის კი კომპანიაში აღნიშნული პროექტისთის მოსამზადებელი სამუშოები მიმდინარეობს. 

მისივე ინფორმაციით,  "გიდა ვაინის" პროდუქცია ამჟამად ღვინის მაღაზია "8000 მოსავალში" იყიდება, უახლოეს მომავალში კი დაგეგმილია სარეალიზაციო არეალის გაფართოება. 

"გვინდა ჩვენი პროდუქციის რესტორნებში შეტანა და ასევე ექსპორტზე გატანაც.ამ ეტაპზე, უკვე რამდენიმე ქვეყანასთან  აქტიური მოლაპარაკებების პროცესი მიმდინარეობს. მათ შორის, განიხილება ევროპის ქვეყნები, აშშ და ჩინეთი,"-აცხადებს ყვარელაშვილი.

 კომპანიას საკუთარი ვენახები აქვს, რითიც ქვევრის ღვინოს აწარმოებს.

ცნობისთვის, კომპანია "გიდა ვაინი" საგარეჯოში, სოფელ ხაშმში მდებარეობს და 2018 წლიდან ქვევრის ღვინოებს აწარმოებს, როგორიცაა ხაშმი საფერე, რომელიც მიკროზონაშია მოყვანილი, ასევე ხიხვი, რომელმაც WINE EXPO-ს ფარგლებში ოქროს მედალი მოიპოვა, ასევე ცოლიკაური, საფერავი როზე და ქისი.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023