ბიზნესი
24/12/2020

ღვინის ზოგიერთი მწარმოებელი ქართული ღვინის რეპუტაციას დიდ ზიანს აყენებს - გახარია

ქართული ღვინო სულ უფრო და უფრო აქტიურად იკავებს ბაზრებს, თუმცა მნიშვნელოვანია ორი საკითხია - ქართული ღვინის მარკეტინგი და პოპულარიზაცია და ხარისხის კონტროლი, - განაცხადა პრემიერობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მისი შეფასებით, მნიშვნელოვანია ხარისხის კონტროლი დაწყებული მევენახიდან, დამთავრებული საბოლოო პროდუქტით.

„სხვაგვარად ჩვენი ყველა ამბიცია, გავაცნოთ მსოფლიოს საქართველო, როგორც ღვინის სამშობლო, იქნება უდიდესი რისკის შემცველი ამავდროულად. ამიტომ, ხარისხის კონტროლი უაღრესად მნიშვნელოვანი უნდა იყოს.

ვერანაირი მილიონები, რომელსაც ჩვენ დღეს მარკეტინგში ვდებთ იმისთვის, რომ ქართული ღვინის ცნობადობა გავზარდოთ, ვერ გვიშველის, თუ ხარისხის კონტროლის უმაღლესი სტანდარტები არ დავაწესეთ ქვეყანაში. ეს უნდა გააცნობიერონ როგორც სამინისტრომ, ისე ღვინის თითოეულმა მწარმოებელმა, რომელთაგან ზოგიერთი სამწუხაროდ მოგების გამო უკიდურესად დიდ ზიანს აყენებს ქვეყნის, ქართული ღვინის რეპუტაციას და წყალში გვიყრის იმ მილიონებს, რომელსაც ამ რეპუტაციის შესაქმნელად ვხარჯავთ.

ბატონ ლევან დავითაშვილს მოვუწოდებ, ამ მიმართულებით იყოს უაღრესად მკაცრი, რადგან საუბარი არ არის ეკონომიკის ერთ კონკრეტულ დარგზე, საუბარია ქვეყნის რეპუტაციაზე“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

რა კომპანიებში ფლობს წილს ხვიჩა მაქაცარია, რომელმაც “თელასის“ 24.5%-იანი წილი იყიდა
01

09/09/2020
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
03

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
სოფლის მეურნეობა

"ქვეყანას ბოსტენეულის წარმოებაში იმპორტის ჩანაცვლების პოტენციალი გააჩნია"
05

03/11/2023
ეკონომიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: 2024 წლის ბიუჯეტში, 5%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს გათვალისწინებული
06

03/11/2023