ბიზნესი
04/03/2021

გიორგი ბახტურიძე: მოვუწოდებ სავაჭრო ობიექტებს აღასრულონ თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონი

"თამბაქოს კონტროლის ალიანსი“ ქართულ მაღაზიათა ასოციაციაციის მიერ, ახალ რეგულაციასთან დაკავშირებით კონსტიტუციური სარჩელის აღძვრას ეხმაურება. ალიანსის ხელმძღვანელი გიორგი ბახტურიძე "ბიზნესპარტნიორთან“ ამბობს, რომ მაღაზიათა ასოციაციის მოთხოვნა არაკანონიერია.

საქმე ეხება 2021 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედებულ რეგულაციას რომლის მიხედვითაც აკრძალულია თამბაქოს ნაწარმის, აქსესუარების, ან, თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის განლაგება დახლზე, თაროზე ან სხვაგვარად, ისე, რომ იგი ხილვადი იყოს შესაბამისი ობიექტის შიგნიდან. აღნიშნული კანონის ერთ-ერთი იციატორი სწორედ "თამბაქოს კონტროლის ალიანსია“. 

ბახტურიძე განმარტავს, რომ სავაჭრო ობიექტები მანიპულირებენ იმით, რომ აღნიშნული კანონით მათ შემოსავლები შეუმცირდათ.

"ეს არის სრული აბსურდი. თაროებზე ხილულად განთავსება არანაირ კავშირშია პროდუქციის რეალიზაციასთან. ვინც მწეველია, ისედაც იცის რომელი სახეობის თამბაქო უნდა იყიდოს მაღაზიაში და ამისთვის, სულაც არ არის საჭირო პროდუქციის თაროებზე ხილულად განთავსება. ეს უკანასკნელი მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება: მომაკვდინებელი პროდუქციის პაპულარიზაციას. ჰოდა, გაუგებარია, რას აპროტესტებენ, მაშინ როცა ჯერ კიდევ 2018 წლიდან აკრძალულია თამბაქოს ნაწარმის ყველა სახის რეკლამა, პოპულარიზაცია და სპონსორობა. შესაბამისად, თუ თამბაქოს ინდუსტრია მისი ნაწარმის რეალიზაციის ხელშეწყობისათვის რომელიმე სავაჭრო ობიექტს ან სავაჭრო ქსელებს ჯერ კიდევ უკანონოდ უხდის რაიმე სახის თანხას, ეს არის დანაშაული, რისი აღკვეთაც შემოსავლების სამსახურის ვალდებულებაა. მოვუწოდებთ ყველა სავაჭრო ობიექტს, რომელსაც ჯერ კიდევ ღიად გამოუფენია ლეტალური პროდუქტი თამბაქოს ნაწარმი, დაუყოვნებლივ აღასრულოს კანონი,“ - განაცხადა გიორგი ბახტურიძემ.

თამბაქოს კონტროლის ალიანსის ინფორმაციით, საქართველოში, 2016 წელს სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის მიერ 8-12 წლის ბავშვებში ჩატარებული კვლევებით გამოიკვეთა, რომ თამბაქოს ნაწარმის დიზაინი განსაკუთრებით მიმზიდველია მოზარდებისთვის და კვების პროდუქტებთან ერთად მათი განთავსება ქმნის ილუზიას, რომ თამბაქოც ერთ-ერთი მათგანი, ანუ აუცილებელი მოხმარების პროდუქტია. აღნიშნულის გათვალისწინებით, ალიანსში მიაჩნდათ, რომ აღნიშნული რეგულაცია არ უნდა გადავადდეს.

შეგახსენებთ, რომ ქართულ მაღაზიათა ასოციაცია „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების ნაწილს აპროტესტებს და საკითხთან დაკავშირებით კონსტიტუციური სარჩელის აღძვრას გეგმავს

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023