ბიზნესი
17/06/2020

გიორგი გახარია:მთავარია ვაწარმოოთ ის, რაც ყველაზე კარგად და ეფექტურად გამოგვდის

პრემიერი პანდემიით გამოწვეულ ახალ გამოწვევებზე საუბრობს. საზოგადოებრივ მაუწყებელში გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ამოცანა არ უნდა იყოს მხოლოდ 9 პროდუქტის წარმოება.

"მთავარია ვაწარმოოთ ის, რაც ყველაზე კარგად და ეფექტურად გამოგვდის. ჩვენი ძირითადი მიმართულება უნდა იყოს ადგილობრივი წარმოება, რა თქმა უნდა ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ კრიზისის შემდგომ, აქამდეც ამ მიმართულებით საკმაოდ სერიოზულ ნაბიჯებს ვდგამდით და ამიტომ იყო ეს სავაჭრო დეფიციტის გასწორების ტენდენცია, რომ შეინიშნებოდა ქვეყანაში," - განაცხადა გახარიამ.

მისი თქმით, იქ სადაც სახელმწიფო ხედავს, რომ მეწარმე არის ეფექტიანი და დარგი არის ეფექტიანი და შეუძლია სწრაფად განვითარება, იქ უნდა მიეხმაროს.

„სოფლის მეურნეობის და ნებისმიერი სხვა წარმოების ინდუსტრიალიზაცია, დღეს ხდება ქვეყანაში უკიდურესად მნიშვნელოვანი. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ სავაჭრო დეფიციტი, რომელიც სტრუქტურული პრობლემაა ჩვენი ეკონომიკის მოვაგვაროთ, სხვანაირად ეკონომიკის შემდგომ სისტემურ განვითარებაზე ნაადრევი იქნება საუბარი. ჩვენ ამ თემას უნდა დავუბრუნდეთ და ადგილობრივი წარმოების თვალსაზრისით მაქსიმალური უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენს მეწარმეებს მხარი დავუჭიროთ, რასაც ვაკეთებთ. იქ სადაც მათ სერიოზული კონკურენტული უპირატესობა აქვთ, სამწუხაროდ სხვანაირად, ეფექტიანობის გაზრდის გარეშე, გლობალურ კონკურენციაში გაგვიჭირდება. ხშირად გვესმის ხოლმე კრიტიკა, რომ სახელმწიფო სხვადასხვა მექანიზმებით აფინანსებს სოფლის მეურნეობის იქნება, თუ აწარმოესი, ეს არის გადაყრილი ფული , ეს არ არის გადაყრილი ფული, გარკვეულწილად ეს შეიძლება შეფასებულიყო სახელმწიფოს სოციალურ აქტივობად, თუმცა ჩვენ უკვე 2020 წლის დასაწყისიდან ამ მიმართულებით მუშაობა დაწყებული გვქონდა ამ თანადაფინანსების და დახმარების მიზნობრიობის ხარისხის ზრდა, რაც იმას ნიშნავს, რომ იქ სადაც ჩვენ ვხედავთ, რომ მეწარმე არის ეფექტიანი და დარგი არის ეფექტიანი და შეუძლია სწრაფად განვითარება, იქ უნდა მივეხმაროთ და არა ყველგან“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023