ბიზნესი
01/02/2023

გიორგი ჯახუტაშვილი: ყაზახური ინვესტიციით თბილისში კიდევ ერთი სასტუმრო შენდება

საქართველოში ყაზახური ინვესტიციები იზრდება. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების თავმჯდომარე გიორგი ჯახუტაშვილმა განუცხადა, ყაზახეთიდან ბევრი კერძო ინვესტორი ინტერესდება ისეთ სექტორებში ინვესტირებით, როგორებიცაა: უძრავი ქონება, ფინანსები, მცირე გადამამუშავებელი მრეწველობა და სხვა.

„ვმუშაობთ იმაზე, რომ უფრო მეტი ინვესტიცია მოვიზიდოთ. მაქსიმალურად სწრაფად გავცეთ პასუხები ყველა იმ კითხვაზე, რომელიც აქვთ ინვესტორებს“, - განმარტავს ჯახუტაშვილი.

მისივე განმარტებით, რამდენიმე ყახაზური პროექტი უკვე გზაშია. მათ შორის, თბილისის ცენტრში შენდება კიდევ ერთი სასტუმრო.

„ ჯერ გადაწყვეტილი არ არის საერთაშორისო ბრენდი შევა თუ არა მის მართვაში, მაგრამ ეს იქნება 60 ნომრიანი სასტუმრო ასევე ყაზახური პირდაპირი ინვესტიციით. ვფიქრობ, 1 წელიწადში ის გაიხსნება, რადგან უკვე სარემოტო ფაზაზეა. ინვესტიციის მოცულობა 7 მლნ აშშ დოლარია“, - განაცხადა ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების თავმჯდომარემ.

მისივე განმარტებით, ყაზახური ბიზნესი საქართველოში უსაფრთხოდ გრძნობს თავს და ყაზახი ბიზნესმენები ფიქრობენ, რომ საქართველო არის ერთ-ერთი ის ადგილი, სადაც შეიძლება მათ თავიანთი ინვესტიციები გამოიტანონ.

ცნობისთვის, თბილისში, გუშინ ყაზახური ინვესტიციით საერთაშორისო ბრენდის ახალი სასტუმრო - Holiday Inn Express Tbilisi Avlabari გაიხსნა. პროექტის განმახორციელებლია უძრავი ქონების განვითარების კომპანია "სიმეტრია". ინვესტიციის ოდენობა $12.5 მლნ-ს შეადგენს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023