ბიზნესი
28/02/2023

გიორგი ხაბაშვილი: ადგილობრივ, მცირე მეწარმეებს თანხებს ხშირად პროდუქციის მიწოდებისთანავე ვუხდით

„გუდვილის“ კომერციული დირექტორის გიორგი ხაბაშვილის ინფორმაციით, ჰიპერმარკეტი მაქსიმალურად ცდილობს მცირე და საშუალო მეწარმეებს ხელი შეუწყოს და მათი ინტერესები გაითვალისწინოს.

„დღეს საქართველოში ძირითადად „ფრეშ“ პროდუქცია იწარმოება, ეს არის ხილი, ბოსტნეული, ხორცი, ხორცპროდუქტები, ჩირი და ასე შემდეგ, ამ მიმართულებით ჩვენ მაქსიმალურად ვითვალისწინებთ ჩვენი მომწოდებლების ინტერესს.

კონსიგნაციის ვადა არის ხანდახან 7-10 დღე, ხანდახან  - 14. ხშირად არის ისეთი შემთხვევები, როდესაც ადგილობრივ მცირე მეწარმეებს თანხებს პროდუქციის მიწოდებისთანავე ვუხდით.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ მიმართულების გაძლიერება, წახალისება. ეს ძალიან ბევრ რისკს აზღვევს ჩვენი ქვეყნისთვის და რითეილერებისთვის. მცირე და საშუალო წარმოების წახალისება აზღვევს ლოგისტიკის, საზღვარგარეთ პროდუქციაზე ფასების ზრდის, კურსის და უამრავ სხვა რისკებს.  ასე რომ, ჩვენ  ძალიან მოტივირებულები ვართ და ვიყავით ყოველთვის,“-აცხადებს ხაბაშვილი.

შეგახსენებთ, ადგილობრივი მცირე ბიზნესის ნაწილი ბოლო წლების განმავლობაში აქტიურად  აცხადებს,რომ მსზვილ ქსელურ მარკეტებში პროდდუქცია ვერ შეაქვთ. მიზეზი მათი მხრიდან დაწესებული მაღალი გადასახადია.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023