ბიზნესი
10/09/2020

გიორგი პერტაია ევროპალატის დირექტორთა საბჭოს წევრად მეორედ აირჩიეს

საქართველოს სავაჭრო პალატის პრეზიდენტი გიორგი პერტაია, ევროპალატის დირექტორთა საბჭოს წევრად მეორედ აირჩიეს.

ევროპალატა ევროპის უმსხვილეს ბიზნეს გაერთიანებაა ევროკავშირში, ფარავს 43 ევროპულ ქვეყანას, აერთიანებს 45 წევრ ასოციაციასა და 20 მლნ ბიზნეს. ასევე 1700 რეიონალურ და ადგილობრ სავაჭრო პალატას. საქართველოს სავაჭრო პალატა ევროპალატის წევრი 2000 წელს გახდა და როგორც არა ევროკავშირის წევრი ქვეყანა აფილირებული წევრის სტატუსით სარგებლობს.

"ევროპალატა ევროკავშირში მთავარი ბიზნეს გაერთიანებაა და ბიზნესის ინტერესების დამცველი, შესაბამისად საქართველოს სავაჭრო პალატის ძლიერი პოზიციები ნიშნავს ქართული ბიზნესის ძლიერ პოზიციებს ევროკავშირში," - განაცხადა გიორგი პერტაია.

მისივე თქმით, ბიზნესის მხრდამჭერი პროექტების ხელშეწყობის, დაფინანსებისა და ადვოკატირების მიმართულებით საქართველოს სავაჭრო პალატა აქტიურად თანამშრომლობს როგორც ევროპალატასთან, ასევე ევროპალატის წევრ სხვა პალატებთან.

"მსოფლიო პანდემიის ფონზე, პალატებმა შეიძინეს განსაკუთრებული როლი, ვინაიდან მიმოსვლები ნაკლებია, ევრო პალატა არის სწორედ ის პლატფორმა, რომლის საშუალებით უფრო ხშირი გახდა პალატის ექსპორტის წახალისების შესაძლებლობების გამოყენება’’-აცხადებს პერტაია.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
01

31/10/2023
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
04

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023