ბიზნესი
12/10/2020

"გირჩევნია" ბაზარზე ფიჭვის ყვავილის ჩაის და გირჩის სიროფს გამოიტანს

ადგილობრივი, ნატურალური ქართული პროდუქტების მწარმოებელი კომპანია "გირჩევნია" ნოემბერში მომხმარებლისთვის ფიჭვის ყვავილის ჩაის და გირჩის სიროფის წარდგენას გეგმავს.

ჯანმრთელობისთვის სასარგებლო სხვა პროდუქტებს კომპანია 2013 წლიდან აწარმოებს. გირჩის მურაბა, თაფლი, ფიჭვის კევი და ფიჭვის ყვავილის მტვერი იყიდება როგორც ქსელურ, ისე სპეციალიზირებულ აგრო-მარკეტებშიც.

ნედლეული ბორჯომსა და რაჭაში გაზაფხულზე, ან ზაფხულის პირველ დღეებში გროვდება. სეზონურად 12-15, წარმოების პროცესში კი 4-5 ადამიანია ჩართული.

„გემოვნურ თვისებებთან ერთად, „გირჩევნიას“ პროდუქტები უნიკალური სამკურნალო-საპროფილაქტიკო მახასიათებლებითაც გამოირჩევა. მსგავსი ნაწარმის შეძენა, აქამდე, როგორც წესი, სურამში, აბასთუმანში ან ბორჯომში იყო შესაძლებელი. ჩვენ კი ეს დისტანცია შევამცირეთ. მომხმარებელთან მუდმივი უკუკავშირი გვაქვს. მაგალითად, ბოლოდროინდელმა გამოკითხვებმა გვაჩვენა, რომ გირჩის მურაბას მშობლები ცოტაოდენი ძალდატანებით აძლევდნენ ბავშვებს, ამიტომ, მოვიფიქრეთ გირჩის სიროფის მზა სახით წარმოება. ფიჭვის ყვავილის ჩაიც მეორე ახალი პროდუქტია, რომელსაც დახლებზე ნოემბერში განვათავსებთ,“ - აცხადებს "გირჩევნიას“ დამფუძნებელი გოგა ციცქიშვილი.

კომპანია 2013 წელს დაარსდა. დასაწყისში საქმიანობას საოჯახო წარმოების სახე ჰქონდა, თუმცა, მალევე, ცნობადობის გაზრდასთან და მომხმარებელთა რაოდენობის მატებასთან ერთად, ბრენდი ოფიციალურ, სტანდარტულ საწარმოდ ჩამოყალიბდა.

კომპანია „აწარმოე საქართველოს“ საგრანტო კონკურსში მონაწილეობს და გამარჯვების დიდი იმედი აქვს. სამომავლო გეგმებში საწარმოს ტექნიკურად განვითარება და ექსპორტის განხორციელება შედის.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023