ბიზნესი
16/11/2022

გითლი: გაძვირებული ნედლეულის პირობებში ფასს ვინარჩუნებთ

ხის ფიგურების მწარმოებელი კომპანია „გითლი“ მოსახლეობის დაბალი მსყიდველუნარიანობის გამო იმ შედეგზე ვერ გადის, რაც 2020 წელს, დაფუძნებისას ჰქონდა.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ კომპანია „გითლის“ დამფუძნებელმა ლაშა არეშიძემ განუცხადა, პანდემიამ, შემდეგ კი მეზობელ ქვეყანაში განვითარებულმა საომარმა მოქმედებებმა, ისევე როგორც სხვა ბიზნეს კომპანიებზე, ნეგატიური გავლენა „გითლიზეც“ მოახდინა.

მისი ინფორმაციით, საკმაოდ გაძვირდა ნედლეული, დაბალი მსყიდველუნარიანობის პირობებში კი კომპანია პროდუქციაზე ფასს ინარჩუნებს.

„გითლი“ არის ნათალი ხის ფიგურების საწარმო, სადაც საყვარელი ადამიან(ებ)ის ფოტოს აგზავნით, აქ კი, მათ ფიგურებს გითლიან.

არეშიძის განმარტებით, კომპანია პროდუქტის რეალიზებას სოციალური ქსელების მეშვეობით ახდენს. რაც შეეხება  ფასებს, „გითლის“ სანათი 1-4 ფიგურის ჩათვლით, 165 ლარი ღირს.

საწარმო თბილისში, წერეთლის ქუჩაზე, ე.წ მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე  მდებარეობს.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023