ბიზნესი
09/08/2022

Glamour lights - სანათები ორთქლის ეფექტით

Glamour lights, ქართული ბრენდია, რომელიც მომხმარებლებს ხელნაკეთ სანათებს სთავაზობს. 

როგორც Glamour lights-ის დამფუძნებელი გიორგი თეთრაძე "ბიზნესპარტნიორთან" ამბობს, სანათები დამზადებულია თვითშრობადი თიხისგან. აქვთ სხვადასხვა ფორმა - ფრთების, ქოლგის, ბალერინის, ხის, ფერიის. განსხვავებულია მედუზა, რომელსაც ნათებასთან ერთად ორთქლის ეფექტიც აქვს. 

"4 თვეა, რაც სანათებს ვამზადებ. ამბავი იქიდან დაიწყო, რომ მომეწონა ჰაერის დამატენიანებელი, რომელშიც წყალს ასხამ, აორთქლებს ცივად და ატენიანებს ჰაერს. გამიჩნდა იდეა, რომ ამ დამატენიანებლის გამოყენებით სანათი ამეწყო და მივაღებინე მედუზას ფორმა, რომელიც ნათებასთან ერთად, ორთქლსაც უშვებს. შემდეგ ამას მოჰყვა სხვადასხვა ფორმის სანათები", - აღნიშნა გიორგი თეთრაძემ. 

უახლოეს მომავალში სანათები კიდევ სხვადასხვა სახეს მიიღებს. 

"მინდა რვაფეხის გაკეთება, სადაც ასევე ორთქლი იქნება გამოყენებული. ასევე დავამზადებ საჰაერო ბუშტს, სადაც ცეცხლის მაგივრად ორთქლი იქნება. რომელიმე ზღაპრულ გმირში საათსაც დავამონტაჟებ", - აღნიშნა გიორგი თეთრაძემ. 

სანათები მომხმარებლებისათვის ონლაინ არის ხელმისაწვდომი. 

 
 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023