ბიზნესი
20/12/2020

GLCC შრომის ინსპექციის მანდატის გაფართოებაზე: ახალი ბიუროკრატიული მექანიზმები შედის ძალაში

2021 წლიდან შრომის ინსპექციის მანდატი ფართოვდება. იურიდიული კომპანია GLCC-ის მმართველი პარტნიორი ფიქრობს, რომ ეს კერძო სექტორისთვის დამატებით ბიუროკრატიულ წნეხს შექმნის. ირაკლი გაფრინდაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ ბიუროკრატიული ბარიერების შემქმნელ სხვა ფაქტორებსაც ასახელებს.

"ამ რთულ პერიოდში 2021 წლის იანვრიდან ახალი რეგულაციები შემოდის და ახალი ბიუროკრატიული მექანიზმები შედის ძალაში. მაგალითად, როგორიცაა შრომის ინსპექციისთვის ახალი უფლებამოსილების მინიჭება, რაც უკვე არა მარტო შრომითი უსაფრთხოების წესების, არამედ თავად შრომითი ურთიერთობების რეგულირებისა და შემოწმების უფლებას აძლევს მას. შემდეგ კი სანქციების გამოყენების უფლებასაც ანიჭებს. ეს დამატებითი ბიუროკრატიული მექანიზმია, რომელიც ახალია და დამსაქმებლებისთვის 2021 წელს დამატებითი ტვირთი იქნება.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს მშენებლობის ნებართვების გაცემასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები, რომელიც მცირე და საშუალო ზომის დეველოპერულ კომპანიებს უდგათ. ეს ბევრი კომპანიისთვის, სამწუხაროდ, გადაულახავი ბარიერი გახდა. ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ეს ერთი ფანჯრის პრინციპი, რომელიც ბევრ სფეროში მუშაობს და მეტ-ნაკლებად მოქმედებს, ცალსახად არაეფექტურია და ამ მიმართულებით არ მუშაობს“,- აღნიშნა გაფრინდაშვილმა.

ბიუროკრატიული ბარიერების მთავარი მიზეზი GLCC-ის მმართველი პარტნიორისთვის საჯარო მოხელეების დაბალი კვალიფიკაციაა.

„ზოგადად, ბიუროკრატიის პრობლემა, ახლა ჩვენ რასაც ვუყურებთ ის არის, რომ გადაწყვეტილებებს ვერ იღებენ. არაეფექტურია ის შუა რგოლი, რომელმაც რეალურად უნდა მიიღოს გადაწყვეტილებები, მაგრამ ამა თუ იმ მიზეზის გამო ამას ვერ აკეთებს. შესაბამისად, მისი ზემდგომის მოლოდინში ხარ, რომელსაც სხვა ფუნქციები და საკითხები აბარია. შუალედური რგოლის არაეფექტიანობა გადამწყვეტია ამ ბიუროკრატიულ ბარიერებს შორის.

ბოლო წლებს თუ გადავხედავთ, ნებართვებისა და ლიცენზიების მოპოვება საკმაოდ გართულებულია. ახალი რეგულაციები შემოვიდა. მათი ნაწილი ევროკავშირთან ასოცირების ეგიდით არის შემოღებული, თუმცა ისინი არასწორად დაინერგა. ეს, რა თქმა უნდა, პირდაპირ გავლენას ახდენს, როგორც ადგილობრივი ინვესტორების, ასევე უცხოეული ინვესტორების განწყობებზე. მაგალითად, ერთი საერთაშორისო ბრენდი გვყავს, რომელიც აპირებდა, რომ 2021 წლის ზაფხულში ცნობილი რესტორნების ქსელი გაესხსნა და მარტივი სამშენებლო საკითხების გადაწყვეტის გამო ეს ერთი წლით გადაიდო. შესაბამისად, გადაიდო ინვესტიციების შემოდინება და ადგილობრივი თანამშრომლების დასაქმება. ინვესტორის მიერ ინვესტიციაზე უარი ცოტა რთულია, მით უმეტეს, როდესაც შუა ეტაპზე ხარ და თანხები გაქვს დახარჯული... მაგრამ ცალსახაა, რომ ბიზნესის შემდგომ განვითარებას, რასაც ფულადი ნაკადების შემოდინება მოჰყვება სახელმწიფოში, ამას აფერხებს. ზოგიერთი დამწყები ბიზნესმენისთვისა და ინვესტორისთვის ბიუროკრატიულ მანქანასთან პირველმა შეხებამ შესაძლოა, გადამწყვეტი როლიც ითამაშოს“,- აღნიშნა გაფრინდაშვილმა.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023