ბიზნესი
17/09/2020

"გლენბერი” 300 ჰექტარ ტერიტორიაზე სათბურს მოაწყობს

გაყინული ხილ-ბოსტნეულის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმო „გლენბერი” 2 წელში 300  ჰექატარ ტერიტორიაზე სათბურის მოწყობას და 200 მლნ ლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს.

როგორც კომპანიის ხელმძღვანელი  რაფაელ მაღალაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“  აცხადებს, პრობლემაა ნატურალური და კარგი ხარისხის პროდუქციის შესყიდვა, ამის გამო კომპანია იძულებულია პროდუქციის ნაწილი  მეზობელი ქვეყნებიდან შემოიტანოს.

„პრობლემაა  და თითქმის ძალიან მიზერული რაოდენობით იწარმოება მწვანე, ყვითელი და სტაფილოსფერი ბულგარული  წიწაკა. ამის გამო იძულებული გავხდი მომავალი წლისთვის მოყვანა დავიწყო. ასევე არ არის ბროკოლი და ყვავილოვანი კომბოსტოც, რომელსაც ასევე მოვიყვან სათბურში,“ - აცხადებს მაღალაშვილი.

მისივე განცხადებით, კომპანიას ამ დროისთვის  ბროკოლის და ყვავილოვანი კომბოსტოს სათბურები 5 ჰექტარზე აქვს გაშენებული, 11 ჰექტარზე მარწყვის სათბურია, დამატებით მიმდინარეობს 7 ჰექტარზე სათბურის მოწყობის სამუშაოებიც.

ბიზნესმენი დაინტერესებულია მარნეულში მიწის  შესყიდვით ან იჯარით, სადაც 25 ჰექტარზე მარწყვის სათბურს მოაწყობს.

მისი განმარტებით, „გლენბერს” შეკვეთები აშშ-დან და ისრაელიდან აქვს.  დამკვეთები საქართველოდან ელოდებიან როგორც ბოსტნეულის, ისე გაყინული მარწყვის, ჟოლოსა და მაყვლის მიწოდებას.

„გლენბერი” 2018 წელს გაიხსნა. კომპანიამ საწყის ეტაპზე 9 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა. კომპანია შიდა ქართლში, ქარელში მდებარეობს, საწარმოში 250 კაცია დასაქმებული.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023