ბიზნესი
20/03/2023

Go Flowers: ყვავილების საბითუმო ფასი დღესასწაულებზე ძალიან იზრდება

საბითუმო ფასები  ყვავილების ბაზარზე გაზრდილია. ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორთან“ Go Flowers-ის ხელმძღვანელი, ნინო წიკლაური აცხადებს.

როგორც ყვავილების სალონის ხელმძღვანელი აღნიშნავს, ისინი ბაზარზე ახლები არიან და შესაბამისად წინა წლების მონაცემებს ვერ შეადარებენ, თუმცაღა ზაფხულიდან მოყოლებული ფასების მატება საგრძნობია.

„სამწუხაროდ ტენდენციაა, რომ  საბითუმო ფასები სადღესასწაულო პერიოდებში ძალიან არის ხოლმე გაზრდილი და შესაბამისად, საცალო ფასის გაზრდაც გვიწევს.“- განმარტავს ნინო წიკლაური.

ყვავილების სალონი ძირითადად იმპორტირებული ყვავილების რეალიზაციას მაღაზიისა და ონლაინ გაყიდვების საშუალებით ახდენს, რომელიც ძირითადად ჰოლანდიიდანდან და თურქეთიდან შემოდის, თუმცა, როგორც სალონის ხელმძღვანელი ამბობს, სეზონზე ყვავილებს ადგილობრივი ბაზრიდანაც ყიდულობენ.

წიკლაური აღნიშნავს, რომ წლის ბოლომდე იგეგმება საბურთალოს ტერიტორიაზე ახალი ფილიალის გახსნა, რომლის ინვესტიცია დაახლოებით 20 ათასი ლარი იქნება. ასევე სამომავლო პერსპექტივაში იგეგმება მომხმარებლებისთვის სასაჩუქრე ვაუჩერებისა და დაგროვების ბარათების შეთავაზება.

ცნობისთვის, საქართველოში 2022 წელს ბოლო 10 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი რაოდენობის იმპორტირებული ყვავილი შემოვიდა. ჯამში 1203 ტონა ყვავილი და მათი კოკრებია შემოსული. ლიდერ პოზიციას იმპორტიორ ქვეყნებში სომხეთი იკავებს, საიდანაც ქვეყანამ გასულ წელს 432 ტონა ყვავილი შეიძინა, ხოლო დანარჩენ იმპორტიორ ქვეყნებს შორის, ეკვადორი, ნიდერლანდები, თურქეთი და კენიაა, რომლიდანაც ა ყვავილების იმპორტი აქტიურად ხდებ.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023