ბიზნესი
30/04/2021

"Gochit's ბურგერი" უკრაინის ბაზარზე შედის

"Gochit's ბურგერი“ საქართველოს შემდეგ ქსელის განვითარებას უკრაინაშიც გეგმავს. ქართული კვების ობიექტს ფრანჩაიზი ხარკოვში დაახლოებით ერთ თვეში გახსნის.

„დაახლოებით ერთი წელია უკრაინას ჩვენი ბიზნესის გაფართოების არეალად მოვიაზრებდით, გვქონდა შემოთავაზებებიც, მაგრამ არ ვჩქარობდით, იქამდე ვიკავებდით თავს ვიდრე ბაზარი სრულად არ შევისწავლეთ. უკრაინის ბაზარზე არსებული ბურგერები შევისწავლეთ, ჩვენი მომზადებული ბურგერების დეგუსტაციაც მოვაწყვეთ და შევისწავლეთ ადგილობრივების დამოკიდებულება. მხოლოდ ამის შემდეგ დავიწყეთ ტექნიკური საკითხების მოგვარება. ჩვენ ცენტრალიზებული გვაქვს ძირითადი ინგრედიენტების მიწოდება, ამიტომ რთული იყო მომზადება სხვა ქვეყანაში გასვლისთვის. ჩვენ თავად ვაწარმოებთ ხორცს, ბურგერის პურებს, ამიტომ მიწოდების ხაზის სწორად აწყობა მნიშვნელოვანია. ბაზარი საქართველოსთან შედარებით დიდია, შესაბამისად, მოთხოვნაც და გვაქვს ამბიცია, რომ უფრო დიდ ქსელად ვიქცეთ. პირველი ობიექტი იხსნება სტუდენტურ ქალაქში, ხარკოვში. დავაკვირდებით მოვლენების განვითარებას და შემდეგ უკვე ვიფიქრებთ სხვა ფილიალების გახსნაზეც,“ - განმარტავს "ბიზნესპარტნიორთან" "Gochit's ბურგერის“ დამფუძნებელი გელა გოჩიტაშვილი.

უკრაინის ბაზარზე შესვლის გარდა, აქტიურად გრძელდება ახალი ფილიალების გახსნა საქართველოშიც. დაარსებიდან 2,5 წლის შემდეგ "Gochit's ბურგერი“ თითქმის ყველა მსხვილ ქალაქშია წარმოდგენილი.

„სახელი "Gochit's ბურგერი“ მოდის ჩვენი გვარიდან. ეს ბრენდი მე და ჩემმა ძმამ დავაარსეთ, გავაკეთეთ პირველი ობიექტი და ჯერ კიდევ არ ვიცოდით რასთან გვქონდა საქმე. ამის მიუხედავად მოთხოვნა პირველივე დღიდან მაღალი იყო, შეკვეთებს ვერ ავუდიოდით. გამოუცდელობიდან გამომდინარე სწრაფად ვერ ვმუშაობდით, მაგრამ ახლა ყველაფერი შეცვლილია. გავუძელით ამ წნეხს და დღეს ვფიქრობთ, წარმატებული ბრენდი ვართ. 14 ფრანჩიზა გვაქვს საქართველოში გაცემული, უკრაინა კი მეთხუთმეტეა. თითქმის ყველა რეგიონშია ხელმისაწვდომი ჩვენი ბურგერები,“ - განმარტავს გელა გოჩიტაშვილი.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023