ბიზნესი
17/02/2021

"გვაქვს ალმასი და უნდა ვაქციოთ ბრილიანტად - ქვევრის ტრადიციას ხელი არ უნდა ვახლოთ"

„ქვევრის ინდუსტრიული წარმოება არ გვაქვს და ეს პრობლემაა,“ - ამის შესახებ სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტმა გადაცემა "ბიზნესპარტნიორის ოთხეულში" განაცხადა. მისივე თქმით, ქვეყანაში ჭირს ნორმალური ქვევრის გაკეთება, რომელმაც შეიძლება დიდი ხანი გაძლოს.

„ჩვენ სამი წლის წინ გაკეთებული ქვევრის გამოცვლა გვიწევს. ალბათ, ჯერ კიდევ არ არის ქვევრის ინდუსტრიული წარმოება ისეთი რენტაბელური ბიზნესი რომ ამაში ვინმემ ფული ჩადოს. ჩვენ გვაქვს რამდენიმე ალმასი, რომელიც უნდა ვაქციოთ ბრილიანტად. პირველი ადგილწარმოშობის ვენახები, სადაც უნდა დავაწესოთ სწორი თამაშის წესები; მეორე ეს არის ქვევრი. ყველაზე დიდი წარმატება ქართული ღვინის არის ბუნებრივი ღვინო, ქვევრის ღვინო. თუმცა, გარკვეულწილად აქაც გადავამლაშეთ. ვთვლი, რომ ქვევრის ტრადიციას ხელი არ უნდა ვახლოთ. ეს ის მიმართულებაა, რომელიც სწორედ რომ უნდა დავაკონსერვოთ,“ - განაცხადა შალვა ხეცურიანმა.

მისივე თქმით, სომელიეთა ასოციაცია ოთხი სოფლის სკოლაში, ბოლო ორ კლასში მევენახეობის გაკვეთილების დანერგვას აპირებს.

„მე ამ დარგის განვითარებისთვის აუცილებლად გავაკეთებდი ძალიან ძლიერ მევენახეობის ფაკულტეტს კახეთში. ასევე უნდა შევქმნათ მცირე ღვინის კომიტეტიც, რომელიც ადგილწარმოშობის დასახელებებს მიხედავს. ამაშიც აუცილებლად გვჭირდება უცხოელი კონსულტანტების ცოდნა და გამოცდილება,“ - განმარტა შალვა ხეცურიანმა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023