ბიზნესი
30/03/2023

"ჰამ-ჰამი" ზოომაღაზიებშიც გაიყიდება

კომპანია „ჭკვიანი თხილის“ მიერ ოთხფეხა მეგობრებისთვის შექმნილი თხილეულის პასტა ზოომაღაზიებშიც გაიყიდება. როგორც კოპანიის თანადამფუძნებელი ნინო ანდრიაძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, პასტა სახელწოდებით - „ჰამ-ჰამი“ საწყის ეტაპზე ზოომაღაზიების ერთ ქსელში შევა.

„გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე, ვაპირებთ, რომ მხოლოდ ონლაინ აღარ გავყიდოთ ძაღლებისთვის შექნილი თხილეულის პასტა და ის ზოომაღაზიებშიც შევიტანოთ. წლის ბოლომდე, უკვე გამოჩნდება „ჰამ-ჰამი“ სარეალიზაციო ქსელში“, - აღნიშნა ნინო ანდრიაძემ.

მისივე თქმით, კომპანია ამ ეტაპზე, ოთხფეხა მეგობრებისთვის ახალი პროდუქტების შექმნას აღარ გეგმავს და არსებული ნიშური პროდუქტის ცნობადობის ზრდას აპირებს. 

როგორც ნინო ანდრიაძე განმარტავს, საქართველოში ძაღლებისთვის შექმნილ თხილეულის პასტას ანალოგი არ აქვს.

„ქვეყანაში საბედნიეროდ არის ისეთი კატეგორია, რომელსაც არ უნდა  არც თვითონ მიირთავს და არც ძაღლს აჭამოს კონსერვანტებით გაჯერებული საკვები. თხილეულის პასტა კი ამ მხრივ იდეალურია. სხავთა შორის, „ჰამ-ჰამს“ აქტიურად იყენებენ ძაღლის გაწვრთნის პროცესში, რადგან, ის ჩვენი ოთხფეხა მეგობრებისთვის ძალიან ჯანსაღი ჯილდოა,“ - აცხადებს ანდრიაძე.

შეგახსენებთ, „ჭკვიანი თხილი“ ბაზარზე 2017 წლის დეკემბერში შემოვიდა. “ჭკვიანი თხილი“ წყვილის ოჯახური ბიზნესია. მისი დამფუძნებელები ცოლ-ქმარი ნინო ანდრიაძე და შოთა მურცხვალაძე არიან. სახელწოდება კი  პროდუქტის სასარგებლო თვისებებიდან მომდინარეობს.

ამჟამად, კომპანია 5 სახეობის თხილეულის პასტას ადამიანებისთვის და 1 სახეობის პასტას ძაღლებისთვის აწარმოებს. მათ შორისაა პასტები, სახელწოდებით: „მოხერხებული მიწისთხილი“,„ჭკვიანი თხილი“, „ყოჩაღი ნუში“ ,„გიჟმაჟი  პეკანის პასტა“ და „გულადი გოგრა“.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023