ბიზნესი
02/06/2023

"ჰერბიამ" სოფლის ევოლუციის მუზეუმის გახსნა გადადო

„ჰერბიას“ ტურისტული კომპლექისა და ეთნოგრაფიული კუთხის გახსნის თარიღი შემოდგომისთვის გადავადდა. კომპანია HoReCa სექტორში შესვლას მიმდინარე წლის ზაფხულიდან გეგმავდა, თუმცა ამ ეტაპზე  ტურისტული კომპლექსის გახსნის  ზუსტი დრო, უცნობია.

„ეთნოგრაფიულ კუთხეს ვაკეთებთ. აგროტურიზმის, ეკოტიურიზმისა და ღვინის ტურის  შესაბამისი ელემენტებით. ლოკალური თემა იქნება, რომელიც საინტერესო გახდება ქართული კულტურის მაძიებლებისთვის.

პროექტის ძირითადი ნაწილი შემოდგომაზე დასრულდება. გახსნის თარიღი უცნობია. სანამ სამუშაოები ბოლოსკენ არ გავა, კონკრეტიკისგან თავს შევიკავებთ. პროექტში  საკმაოდ მოცულობითი ინვესტიცია განხორციელდება,“-აღნიშნა ზურაბ ჯანელიძემ. 

ჯანელიძის ინფორმაციით, ტურისტული სივრცეში უკვე დასრულებულია სამშენებლო სამუშაოები.

შეგახსენებთ, რომ კომპანია "ჰერბია" ქვეყანაში მწვანილისა და ბოსტნეულის ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელია.

კომპანიამ აგროტურიტულ საქმიანობას დაწყების შესახებ 2021 წელს განაცხადა, ხოლო "სოფლის ევოლუციის მუზეუმზე" მუშაობა მანამდე, 2 წლით ადრე დაიწყო. მაშინ ითქვა, რომ პროექტის ფარგლებში აგროტურისტული სივრცე წყალტუბოში, 1 ჰა ტერიტორიაზე მოეწყობოდა.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023