ბიზნესი
03/09/2021

ჰიპერმარკეტ "ბრიკორამას" 30% სრულად ვაქცინირებულია

ჰიპერმარკეტ „ბრიკორამას“ 30% აცრილია.როგორც „ბიზნესპარტნიორს“  კომპანიაში განუცხადეს,ადმინისტრაცია თანამშრომლებში ვაქცინაციის აუცილებლობასთან დაკავშირებით აქტიურ კამპანიას აწარმოებს, რამაც დადებითი შედეგი გამოიღო და სამომავლოდ, კიდევ უფრო მაღალ მასშტაბებზე გავა.

მათივე ინფორმაციით, ვაქცინირებული თანამშრომლებისთვის ერთგვარი წამახალისებელი აქციებიც მოქმედებს.

„ვაქცინაციის მსურველთა რიცხვი მზარდია. რაც შეეხება იმათ, ვინც არ იცრება, ასეთი კომპანიაში მცირეა, თუმცა, ჩვენ კანონის შესაბამისად ვმოქმედებთ.ჩვენნაირ პროპაგანდას რომ ეწეოდეს სახელმწიფო შეიძლება უკეთესი შედეგები გვქონოდა“-აცხადებენ კომპანიაში.

ბრიკორამა“ 45 წლიანი გამოცდილების ფრანგული ბრენდია, რომელიც მოიცავს სითი ფორმატის ჰიპერმარკეტს, რაც განსაკუთრებულად უმარტივებს მომხმარებელს აშენების, რემონტის, სახლისა და ეზოს მოწყობის პროცესს.

ჰიპერმარკეტის ძირითადი მიმართულებებია: სამშენებლო და სარემონტო მასალები, ელექტროობა, სანტექნიკა და აქსესუარები, მოსაპირკეთებელი მასალა, იატაკი და ფილები, შპალერი, ელექტრო და ხელის ინსტრუმენტები, ლაქ-საღებავები, განათება, ეზოს ავეჯი, ეზოსა და ბაღის მოვლა-მოწყობის საშუალებები, დეკორაცია და ასევე, მრავალი სხვადასხვა კატეგორიის პროდუქტის ფართო არჩევანი.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

რა კომპანიებში ფლობს წილს ხვიჩა მაქაცარია, რომელმაც “თელასის“ 24.5%-იანი წილი იყიდა
01

09/09/2020
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
03

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
სოფლის მეურნეობა

"ქვეყანას ბოსტენეულის წარმოებაში იმპორტის ჩანაცვლების პოტენციალი გააჩნია"
05

03/11/2023
ეკონომიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: 2024 წლის ბიუჯეტში, 5%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს გათვალისწინებული
06

03/11/2023