ბიზნესი
29/10/2020

“ჰქვია, რომ ღია ვართ“ – “ჭრელ აბანოებს“ თვეში 100 000 ლარის ხარჯი აქვს

პანდემიამდე ისტორიული გოგირდის აბანოებს შორის ტურისტებში ყველაზე დიდი პოპულარობით „ჭრელი აბანოები“ სარგებლობდა. ტურისტების არ არსებობა ამ ბიზნესზეც მძიმედ აისახა

როგორც „ჭრელი აბანოს“ კომერციული დირექტორი გურამ თედიაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, ობიექტის ძირითადი მომხმარებელი უცხოელები იყვნენ, შიდა ტურიზმიდან შემოსავლები კი აბანოსთვის მინიმალურია. შესაბამისად, ტურისტის გარეშე დარჩენილ „ჭრელ აბანოებს“ საკუთარი თავის შენახვა უჭირს, აღარ არის საუბარი მოგებაზე.

როგორც თედიაშვილი აცხადებს, „ჭრელმა აბანომ“ რომ თავი  შეინახოს, თვეში 100 000 ლარია საჭირო.

„პანდემიის დროს დავიხურეთ, შემდეგ გავიხსენით ივლისში. ვმუშაობთ, თუმცა ამას მუშაობა არ ჰქვია. უბრალოდ ჰქვია, რომ ღია ვართ. დახურვას ამ ეტაპზე არ განვიხილავთ, თუმცა თუ საზღრები არ გაიხსნა და ტურისტი არ შემოვიდა, აზრი არ აქვს მუშაობას, სხვა გამოსავალი არ არსებობს,“ - აცხადებს თედიაშვილი.

"ჭრელ აბანოში" 1 საათით ნომრის ფასი  50-დან 500 ლარამდე მერყეობს. ღირებულების მიხედვით ნომრებში სტუმრებს ხვდებათ აუზი, საუნა, საშხაპეები. „ჭრელ აბანოში“ არის პრემიუმ კლასის სამეფო აბანოც. როგორც თედიაშვილი აცხადებს, მოქმედებს  20-30 %-იანი ფასდაკლებებიც.

მისივე ინფორმაციით, კომპანიამ პანდემიიდან გამომდინარე არააქტიური პერიოდი გამოიყენა და მეფე ერეკლეს აბანოში სარესტრავრაციო სამუშაოებს ახორციელებს.  

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023