ბიზნესი
22/03/2023

Hobby Georgia სავაჭრო სივრცეებს ქუთაისსა და ბათუმშიც გახსნის

ხელნაკეთი ჩანთების მწარმოებელი კომპანია Hobby Georgia გაფართოებას გეგმავს. როგორც „ბიზნესპარტნიორთან“ კომპანიის დამფუძნებელმა, ნინა ლონდარიძემ განაცხადა,  კომპანია რეგიონებში ბრენდულ სავაჭრო ობიექტებს - საგამოფენო სივრცეებს გახსნის. 

მისი განცხადებით, ორი თვის წინ Hobby Georgia-მ თბილისში ახალი საგამოფენო სივრცე გახსნა, სამომავლოდ ბრენდის ახალი საგამოფენო სივრცეები ბათუმსა და ქუთაისში გაიხსნება, სადაც მომხმარებელს ადგილზე შეეძლება კოლექციის დათვალიერება და პროდუქციის შეძენა.

ლონდარიძის ინფორმაციით, ქუთაისში საგამოფენო სივრცის გახსნა სექტემბრამდე იგეგმება, ხოლო ბათუმში Hobby Georgia-ს პროდუქციის შეძენა მომხმარებელს მომავალი წლიდან შეეძლება. 

"ჩვენი მიმართულება არის ეკომეგობრული, რაც ნიშნავს, იმას რომ არ ვიყენებთ ნატურალურ ტყავს და ქსოვილს, აქედან გამომდინარე, ფასების დიაპაზონი განსხვავებულია. პროდუქციის ფასი 40 ლარიდან  იწყება.გვინდა მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იყოს ხელნაკეთი ნივთი,“ - აღნიშნავს ლონდარიძე.

კომპანია ამ ეტაპზე პროდუქციის რეალიზაციას ონლაინ გაყიდვებით ახდენს, როგორც თბილისისა და რეგიონებში, ასევე საერთაშორისო მასშტაბით.

შეგახსენებთ,Hobby Georgia ბაზარზე 2017 წლიდანაა. კომპანია ორი მიმართულებით მუშაობს. პირველი -  ბრენდირებული ჩანთების წარმოება, რომელიც საკუთარი დიზაინით საწარმოში მზადდება და მეორე -  მსხვილ კომპანიებთან და სკოლებთან თანამშრომლობა. ამ ნაწილში კომპანია  უნიფორმებსა და სხვადასხვა ნაწარმს კერავს. 

Hobby Georgia სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ გამარჯვებულია. 

 

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023