ბიზნესი
28/07/2021
ავტორი: Business Partner

ჰუალინგის თიზ-ში მეწარმეები სპეციალური სალიზინგო პირობებით ისარგებლებენ

ჰუალინგის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონასა და ბბ ლიზინგს შორის არსებული პარტნიორობის შედეგად, დაინტერესებულ მეწარმეებს საშუალება ეძლევათ ისარგებლონ ჰუალინგ ჯგუფში შემავალი ამ ორი კომპანიის მიერ შექმნილი ერთობლივი უნიკალური  შეთავაზებით. 

როგორც ჰუალინგის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში აცხადებენ, შეთავაზებაში მოიაზრება ჰუალინგის თიზ-ში, საწარმოო პროექტებისათვის აუცილებელი მანქანა-დანადგარების ლიზინგის განსაკუთრებული პირობებით დაფინანსება და ბიზნესისთვის ინფრასტრუქტურულად მოწესრიგებულ საწარმოო სივრცეებით უზრუნველყოფა. 

სამრეწველო სექტორისთვის, საწყისი კაპიტალდაბანდების სტრუქტურაში, შენობა-ნაგებობებთან ერთად მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავთ მანქანა-დანადგარებს. 

შესაბამისად, აღნიშნული შეთავაზებით გამორჩეული შესაძლებლობა ეძლევათ, როგორც  ექსპორტზე ორიენტირებულ ქართველ მეწარმეებს, ასევე უცხოელ ინვესტორებს დაიწყონ წარმოების პროცესი მინიმალური საწყისი დანახარჯებით, ხოლო ფინანსური რესურსების მობილიზება მოახდინონ მხოლოდ საბრუნავი საშუალებების შესაძენად.

ჰუალინგის თიზ-ი, გარდა იმისა რომ დაინტერესებულ ინვესტორებს სთავაზობს გადასახადებისგან თავისუფალ გარემოს, ასევე უზრუნველყოფს კომპანიებს მზა ინფრასტრუქტურით (მ.შ. სხვადასხვა ტიპის შენობა-ნაგებობების სახით (100 კვ.მ-დან 15 000 კვ.მ-დე), რომელიც იდეალურია როგორც ტრადიციული, შრომა ინტენსიური სამრეწველო სფეროებისთვის, ასევე თანამედროვე მაღალტექნოლოგიური საწარმოო სექტორისთვის. 

 ჰუალინგის თიზ-ში მოსული ინვესტორი ისარგებლებს შემდგომი პრივილეგიებით:

  1. გადასახადებისგან თავისუფალი გარემო.
  2. საწარმოო და სასაწყობე დანიშნულების მზა შენობა-ნაგებობების Მრავალფეროვანი არჩევანი კომუნიკაციებით.
  3. მორატორიუმები - გარკვეული პერიოდით შენობის საიჯარო გადასახადისგან კომპანიების გათავისუფლება.
  4. Პოსტ-პანდემიური შეთავაზება - შემცირებული საიჯარო ტარიფები
  5. ძირითადი საშუალებების დაფინანსების შესაძლებლობა ბბ ლიზინგის მიერ.
  6. სპეციალური შეთავაზებები საბანკო პროდუქტებსა და სერვისებზე ბაზის ბანკისგან.
  7. ადგილობრივი სერვისები - მათ შორის დახმარება სამუშაო ძალის შერჩევაში, წარმოშობის ქართული სერტიფიკატის მიღებაში, გარემოსდაცვით პროცედურებში, ადგილობრივა ლოჯისტიკა და ტვირთის დამუშავება.

თიზ-ში განმარტავენ, რომ წარმოდგენილი შეთავაზებები ჩამოთვლილი კომპონენტების გათვალისწინებით მნიშვნელოვან ხელშესახებ პირობებს ქმნის სხვადასხვა საწარმოო პროექტების წარმატებული სტრატაპისა და განვითარებისთვის. 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023