ბიზნესი
15/02/2022

იაგო ხვიჩია იმპორტიორებისთვის GMP სტანდარტის დაწესებაზე: წამალი გაძვირდება

"გირჩის" წევრის იაგო ხვიჩიას მოსაზრებით, იმპორტიორებისთვის GMP-ის სტანდარტის დაწესება მედიკამენტების ბაზარზე კონკურენციას შეამცირებს და ფასს გაზრდის. 

"პრემიერ-მინისტრმა წამლების გაიაფება აქვს დაანონსებული... ამ კანონს ჰყავს კონკრეტული "კრიშები", რომლებიც სინამდვილეში კონკურენტებს იშორებენ ბაზრიდან. ამას, ჩვენი აზრით აუცილებლად მოჰყვება წამლის ფასის გაძვირება და არჩევანის შემცირება ბაზარზე, როგორც სხვა ბევრ პროდუქტებზეა შემცირებული. თუ წამლის გაძვირებას ეს არ ეხება, იქნებ მიზანი მითხრათ, 1 წელიწადში რა იქნება მოგვარებული? ჩვენ ჩვენს წინასწარმეტყველებას ვამბობთ, გაიაფების ნაცვლად გაძვირდება", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ სესიაზე, სადაც "წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ" კანონპროექტს განიხილავენ. საკანონმდებლო ცვლილებას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია წარადგენს. 

კანონპროექტის თანახმად, ფარმაცევტული პროდუქტების იმპორტიორებისთვის GMP-ის (კარგი საწარმოო პრაქტიკა) სერტიფიკატი სავალდებულო გახდება.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023