ბიზნესი
16/12/2020

ICI PARIS: საახალწლოდ მაღაზიის გახსნის გარეშე მომხმარებლების მომსახურებას ვერ შევძლებთ

პარფიუმერული მაღაზიათა ქსელი ICI PARIS გენერალური დირექტორი მაია პაპალაშვილი მთავრობის გადაწყვეტილებას მაღაზიების დახურვასთან დაკავშირებით „ბიზნესპარტნიორთან“ აფასებს. მისი განცხადებით, ახალი შეზღუდვები ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე აუცილებელი იყო და იმის მიუხედავად, რომ ეს ბიზნესისითვის დიდი დარტყმაა, ჯანმრთელობა ყველაზე მნიშვნელოვანია.

„კარგია, რომ იმის საშუალება მაინც მოგვცეს დეკემბრის თვეში ვიმუშაოთ, რადგან შესყიდვების ყველაზე მაღალი აქტივობა სწორედ ახლაა და შევძლებთ ჩვენი სერვისი, პროდუქცია მომხმარებლებს შევთავაზოთ. ძალიან რთული იყო მიწოდების (ე.წ დელივერი)   და ონლაინ სისტემაზე გადასვლა, მაგრამ რადგან თავიდანვე ვიცოდით, რომ ეს მოსალოდნელი იყო, კომპანია მომზადებული შეხვდა შეზღუდვებს და ნორმალურად უძღვება ამ სიტუაციას. შემოსავლები არ არის ისეთი როგორც ადრე, მაგრამ მოთხოვნა საკმაოდ დიდია. გაყიდვების დაახლოებით 70 %– იანი კლებაა.“– აღნიშნავს მაია პაპალაშვილი.

მისი ინფორმაციით, საახალწლოდ მაღაზიის გახსნის გარეშე მომხმარებლების მომსახურებას ვერ შეძლებენ.

25 000 ტრანზაქციაა მოსალოდნელი, რომელსაც მიწოდების  სერვისი უბრალოდ ვერ გაწვდება, ამიტომ  კომპანიისთვის ახალი წლის დღეებში მაღაზიის გახსნა ძალიან მნიშვნელოვანია. ახლაც 50 ადამიანი მხოლოდ ცხელ ხაზზე მუშაობს, მთელი კადრიც რომ ჩავრთოთ, ფიზიკურად ვერ მოვემსახურებით ამდენ მომხმარებელს.“ – აცხადებს მაია პაპალაშვილი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, წერტილოვანი შეზღუდვები მოქმედებს. მათ შორის,  დროებით დაიხურა სავაჭრო ცენტრები (მოლები) და არასასურსათო მაღაზიები. 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023