ბიზნესი
30/08/2021

ICR: ანტივაქსერებიც გვყავდა, თუმცა 2 კვირაში კომპანიის თანამშრომელთა 80% აცრილი იქნება

ბოლო პერიოდში რითეილ სექტორში არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე „ბიზნესპარტნიორთან“ ICR ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კახა ხაზარაძე საუბრობს.  მისი ინფორმაციით, მძიმე ეპიდემიოლოგიურმა მდგომარეობამ პრობლემა შექმნა პერსონალის ნაკლებობის თვალსაზრისით, რადგან ბევრ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.

„სიკვდილიანობის და ინფიცირების მაჩვენებლები გარბის და ამის გათვალისწინებით, სიტუაცია სექტორშიც რთულია. მთავრობის მხრიდან ვაქცინაციის კუთხით არასწორი კომუნიკაციის გამო, პერსონალის ნაწილს სურვილიც არ აქვთ იმუნიზაციის, იყვნენ ანტივაქსერებიც, რომლებიც უარს აცხადებდნენ აცრაზე. სწორი კომუნიკაცია მთავრობის მხრიდან უნდა ხდებოდეს და არ იყოს ისე,რომ პროცესი გადასულია სოციალურ ქსელებში, სადაც ძალიან ბევრი არასწორი ინფორმაცია იწერება. შესაბამისად, ხალხი ვერ არჩევს ტყუილს და მართალს. ჩვენი კომპანიის ინიციატივით, ჩატარდა საინფორმაციო ონლაინ შეხვედრები, სადაც ჯანდაცვის სპეციალისტებმა ვაქცინაციის მნიშვნელობა ნათლად განმარტეს და შედეგიც მივიღეთ - 2 კვირაში ჩვენი კომპანიის 80% ვაქცინირებული იქნება.

ყველა კომპანია რამდენად მიმართავს ამ მეთოდს, ეს მეორე საკითხია, რადგან რეალურად, სახელმწიფოს გასაკეთებელია  ეს საქმე,“ - აცხადებს ხაზარაძე.

მისი ინფორმაციით, მიდის მუშაობა იმასთან დაკავშირებით, რომ კომპანია ICR ჯგუფი იყოს ერთ-ერთი ინიციატორი იმისა, რომ სავაჭრო სექტორში შესვლა მხოლოდ ვაქცინირებულ მომხმარებლებს შეეძლოთ.

ICR ჯგუფი საცალო ბიზნესის სფეროში საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპნიაა. ჯგუფმა ოპერირება ქართულ ბაზარზე 1993 წელს დაიწყო. ჯგუფი აერთიანებს ფეხსაცმლის, ტანსაცმლის, აქსესუარების, ავეჯის საერთაშორისო ბრენდებსა და კვების ობიექტებს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

რა კომპანიებში ფლობს წილს ხვიჩა მაქაცარია, რომელმაც “თელასის“ 24.5%-იანი წილი იყიდა
01

09/09/2020
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
03

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
სოფლის მეურნეობა

"ქვეყანას ბოსტენეულის წარმოებაში იმპორტის ჩანაცვლების პოტენციალი გააჩნია"
05

03/11/2023
ეკონომიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: 2024 წლის ბიუჯეტში, 5%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს გათვალისწინებული
06

03/11/2023