ბიზნესი
14/03/2022

IDS Borjomi-ს მაჟორიტარი აქციონერი შესაძლოა ბადრი პატარკაციშვილის ქვრივი გახდეს

IDS Borjomi-ს მაჟორიტარი აქციონერი შესაძლოა ბადრი პატარკაციშვილის ქვრივი, ინა გუდავაძე გახდეს, - ასეთი გარიგების შესაძლებლობაზე Українська правда წყაროზე დაყრდნობით წერს

წყარო ამბობს, რომ სანქცირებული რუსი ოლიგარქი მიხეილ ფრიდმანი მინერალური წყლების ბიზნესის გაყიდვას ცდილობს და ერთ-ერთი შესაძლო სქემა ბიზნესის ინა გუდავაძისთვის მიყიდვაა.

„ქვრივს არ აქვს ამდენი ფული. ერთ-ერთი ვარიანტი შესაძლოა გადავადებული გადახდის პირობით გაყიდვა იყოს. რამდენიმე წლის შემდეგ, როცა ყველაფერი დასტაბილურდება და ქვრივი თანხას არ გადაიხდის, აქციების უკან დაბრუნება მოხდეს“, - ამბობს წყარო.

საქართველოსა და უკრაინაში მოქმედი ბიზნესის ჯამურ ღირებულებად 1.5 მლრდ დოლარი სახელდება. აქციების ამ თანხად გაყიდვა ჯერ კიდევ Nestle-სთან მოლაპარაკებებზე განიხილებოდა.

ის, რომ აქციონერთა სტრუქტურაში ცვლილება განიხილება ლიეტუვაში ჩასულმა „ბორჯომი საქართველოს“ პრეზიდენტმა ლევან ბაღდავაძემ დაადასტურა. ის ამბობს, რომ დღეისთვის კომპანიის წილებს საქართველოს, დიდი ბრიტანეთის, ისრაელისა და უკრაინის მოქალაქეები ფლობენ. აქციონერთა უმრავლესობა ამჟამად ქართველები არიან. კერძო ფონდში კი, რომელმაც ბორჯომის ქარხანაში ინვესტიცია განახორციელა, მონაწილეობდნენ სხვადასხვა კომპანიების, მათ შორის სანქცირებული „ალფა ჯგუფის“ წარმომადგენლები.

„ამჟამად ვცვლით აქციონერთა სტრუქტურას, რათა დააკმაყოფილოს ევროპული საერთაშორისო მოთხოვნები. ეს უნდა გავაკეთოთ ისე, რომ ყველასთვის ცხადი იყოს, რომ ჩვენ ვმოქმედებთ სანქციების გარეშე“ - ამბობს ბაღდავაძე.

შეგახსენებთ, ლიეტუვასა და ესტონეთში „ბორჯომი“ სარეალიზაციო ქსელიდან ამოიღეს, რადგანაც მიხეილ ფრიდმანს, როგორც პუტინთან დაახლოებულ პირს, დასავლეთმა სანქციები დაუწესა.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023