ბიზნესი
22/02/2023

IKANI-ს ვერცხლის სამკაულები ნიუ-იორკში იყიდება

ქართული ხელნაკეთი ვერცხლის აქსესუარები ამერიკის ბაზარზე გავიდა. საუბარია, IKANI-ს  სამკაულებზე, რომელიც  უკვე ნიუ-იორკში იყიდება.

როგორც ბრენდის დამფუძნებელმა, გიორგი სანებლიძემ „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, საექსპორტო გზების გახსნას ხელი თავად IKANI-ს მომხმარებლებმა შეუწყეს.

„ცოტა ხნის წინ გავაგზავნეთ პირველი პარტია ნიუ-იორკის ერთ-ერთ მაღაზიაში, სადაც დიდი მოწონება დაიმსახურა. ამერიკაში კიდევ რამდენიმე მაღაზიაში სტენდების დამატებას ვაპირებთ. ხოლო იმისთვის, რომ ამერიკაში მომხმარებელს უფრო ფარეთოდ გავაცნოთ ჩვენი ბრენდი, გამოფენებში მონაწილეობასაც ვგეგმავთ. მოლოდინები საკმაოდ პოზიტიური მაქვს, რადგან წინა ბაზრის კვლევამ  აჩვენა, რომ ჩვენი სამკაულის მიმართ დიდი ინტერესია,“ - ამბობს გიორგი სანებლიძე

ცნობისთვის, ქართული ბრენდი, ბუნებრივი ქვებით გაფორმებულ ვერცხლის ხელნაკეთ სამკაულებს უკვე 5 წელია ქმნის. IKANI ამ ეტაპზე, საქართველოში - თბილისსა და ბათუმში ორი მაღაზიითაა წარმოდგენილი.

საქართველოსა და ამერიკის ბაზრების სრულფასოვნად ათვისების შემდეგ ბრენდი ახალი საექსპორტო მიმართულებების დამატებასაც გეგმავს.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023