ბიზნესი
26/02/2021

ILU-ს ბუნებრივი ქვის სამკაულები cartooli.com-ზე გაიყიდება

ქართული ბრენდი ILU მომხმარებლებს ბუნებრივი ქვებისგან დამზადებულ სამკაულებს სთავაზობს. ILU–ს შექმნის პროცესზე და სამომავლო გეგმებზე, დამფუძნებელი ანი კალანდია „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრობს.

„სამსახურის ძიების პროცესში ვიყავი, როდესაც მსოფლიო კორონავისრუსმა მოიცვა და სხვებთან ერთად მეც იძულებული გავხდი სახლში დავრჩენილიყავი. სწორედ მაშინ მივხვდი, რომ ჩემი სურვილების ასრულების დრო იყო. გადავწყვიტე ქვებისგან სამკაულების გაკეთება დამეწყო. შექმნის პროცესი საკმაოდ შრომატევადი და ასევე სასიამოვნოა, ხშირად ქვები ზიანდება ამიტომ, ყველა ქვას სათითაოდ ვამოწმებ.

საწყის ეტაპზე, ჩემი მიზანი შემოსავლის მიღება იყო, დღეს კი ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა და მხოლოდ ერთი მიზანი მაქვს, მქონდეს სხვებისგან განსხვავებული მიდგომა თითოეულ მომხმარებელთან, რომ მათ საუკეთესოდ დავამახსოვრო თავი," – აღნიშნავს ანი კალანდია.

ILU როგორც ბუნებრივ, ასევე ნახევრად ბუნებრივ, ანუ სინთეზური დამუშავებით მიღებული ქვების ხელნაკეთ სამაჯურებს და ყელსაბამებს აწარმოებს. სინთეზურ ქვას ისეთივე ქიმიური შემადგენლობა და იგივე ფიზიკური თვისებები აქვს, როგორც თვითნაბადს. მასალა ადგილობრივია. სამკაულების შეძენა Fb და Instagram გვერდებზეა შესაძლებელი.

„დაახლოებით 1 კვირაა რაც shop.cartooli.com-ზე დავარეგისტრირე ჩემი მაღაზია, ეს არის პლატფრომა, რომელიც ქართველ მეწარმეებს საშუალებას აძლევს საკუთარი ნამუშევრები გაიტანონ და გაყიდონ საქართველოს საზღვრებს გარეთ, შესაბამისად შეიძლება ითქვას რომ დაინტერესების შემთხვევაში ჩემი აქსესუარების რეალიზაცია უკვე სხვა ქყვეყნებშიც მოხდება. ვგეგმავ სხვადასხვა სახის სამკაულების დამატებას, ბეჭდები, საყურეები და ა.შ.

გამოდინარე იქიდან, რომ ILU იშიფრება როგორც ყველაფერი, “Everything, all, the whole”, სამომავლოდ არამხოლოდ სამკაულების, კიდევ ბევრი საინტერესო აქსესუარის დამატება იგეგმება. შორეულ მომავალში მაღაზიის გახსნასაც განვიხილავ, თუმცა ყველაფერი დამოკიდებულია მოთხოვნაზე და გარემო პირობებზე“– ამბობს ILU–ს დამფუძნებელი.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023