ბიზნესი
16/01/2023

იმპორტირებული ფისტის ქართულით ჩანაცვლება შესაძლებელია - ასოციაცია

ქვეყანაში ფისტას, როგორც კაკლოვანი კულტურის ცნობადობა ყოველდღიურად იზრდება. საქართველოს ფისტას ასოციაციაში ვარაუდობენ, რომ 1-დან 3 წლამდე პერიოდში, ადგილობრივ ბაზარზე, სავსებით შესაძლებელი იქნება, იმპორტირებული პროდუქტი ჩანაცვლდეს და დიდი რაოდენობით იყოს წარმოდგენილი ქართული ფისტას ნაწარმი.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ საქართველოს ფისტას ასოციაციის თავმჯდომარე ოთარ ანგურიძე უყვება, ფისტას ბაღების ასობით ჰექტარი და რამდენიმე ბაღში უკვე დაფიქსირებული პირველი მოსავალი - ეს ის შედეგებია, რომელიც საქართველოში ფისტას წარმოების კუთხით ამჟამად არსებობს.  საქართველოს ფისტას ასოციაციაში შედეგებით კმაყოფილები არიან და ამბობენ, რომ დარგი სწრაფი ტემპით ვითარდება.

„ფისტას მიმართ მოთხოვნა ყოველწლიურად არის მზარდი, რადგან როგორც უკვე გითხარით, გაიზარდა მის მიმართ ცნობადობა და ცნობადობასთან ერთად საინტერესოა მისი გემოც, შესაბამისად, უფრო მეტად ხდის ამ პროდუქტეს ჩვენთან პოპულარულს. თითქმის 100 პროცენტი არის იმპორტირებული, იმპორტი ხორციელდება ირანიდან და თურქეთიდან, თუმცა უახლოეს პერიოდში შესაძლებელია რომ მოხდეს იმპორტის სრულად ჩანაცვლება და არა მხოლოდ ჩანაცვლება, ქართული ფისტას ექსპორტზე ორიენტაცია“, - განმარტავს ანგურიძე.

მისივე თქმით, საქართველოში წარმოებული ისეთი კაკლოვანი კულტურები, როგორებიცაა: კაკლი, ნუში, თხილი, უცხოეთში დიდი პოპულარობით სარგებლობს, შესაბამისად, ის დარწმუნებულია, რომ ქართული ფისტაც დაიმკვიდრებს თავის ადგილს საერთაშორისო ბაზრებზე. ფისტას ასოციაციის კვლევის და დაკვირვების შედეგად, გამოიკვეთა, რომ საქართველოში ფისტის წარმოებისთვის ძალიან კარგი პირობებია, შესაბამისად, წარმოებული პროდუქტი მაღალი ხარისხისაა, რითაც მას შეუძლია კონკურენცია გაუწიოს სხვა ქვეყნების მიერ მოყვანილ ფისტას.  ცალკე აღსანიშნია, ფისტას, როგორც საკვების პროდუქტის ღირებულებაც. ის საკმაოდ მაღალბიუჯეტურ პროდუქტებში გადის.

„ფისტას ფასი სხვა კაკლოვან კულტურებთან შედარები საკმაოდ მაღალია, ჩაბარების ფასი მერყეობს საშუალოდ 50 ლარი, თუ ხარისხობრივია მით უფრო იზრდება, ამიტომ ინტერესიც ეკონომიკური საკმაოდ მაღალია, მისი ფასიდან გამომდინარე“ - აღნიშნა საქართველოს ფისტას ასოციაციის თავმჯდომარემ.

ცნობისთვის, ფისტას წარმოებაში მსოფლიო ლიდერები აშშ, ირანი და თურქეთი არიან, პირველობისთვის ბრძოლა სწორედ მათ შორის მიმდინარეობს. შეერთებულმა შტატებმა 2021-2022 წლებში მსოფლიოში არსებული ფისტას დაახლოებით ორი მესამედი აწარმოა. მისი წილი 67% იყო. მეორე პოზიციაზეა ირანი 17 პროცენტით, მესამეზე კი - თურქეთი ბაზრის 11 პროცენტიანი წილით. აღსანიშნავია, რომ ჯამში, მსოფლიოში ფისტას წარმოება რეკორდულ, 1 მლნ ტონას უახლოვდება.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023