ბიზნესი
28/07/2023

ინგა შახბაზიანი: რითეილ სექტორმა, ბოლო 1 წელში, ხელფასები 15-20%-ით გაიზარდა

"ჩვენს დასაქმების საიტზე კადრებს როგორც ქართული, ასევე საერთაშორისო კომპანიები ეძებენ, სექტორები კი სხვადასხვაა, მათი ჩამონათვალი არც ისე მცირეა", - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს დასაქმების პორტალ HR.GE-ის რეგიონულმა მენეჯერმა, ინგა შახბაზიანმა განუცხადა.

მისი თქმით, ბოლო 1 წლიან მონაკვეთში, HR.GE -ზე ვაკანსიების რაოდენობა 15-16 პროცენტით არის გაზრდილი.

„ყველაზე მეტი ვაკანსია მთელი წლის მანძილზე, ტრადიციულად, გაყიდვების სექტორში ფიქსირდება, ეს სფერო 23%-ს წარმოადგენს ჯამური ვაკანსიების. მეორე ადგილზეა ჰორეკა სექტორი, რომელიც ასევე მოწინავე პოზიციაზეა და 17%-ს წარმოადგენს. აქ ვაკანსიების რაოდენობა განსაკუთრებით სეზონურად იზრდება და ზაფხულში ძალიან აქტიურად ეძებენ HoReCa სექტორის წარმომადგენლები კადრებს საზღვაო და მთის კურორტების მიმართულებით. მთელი წლის განმავლობაში, ასევე ბევრი ვაკანსია ქვეყნდება შემდეგ სექტორებში: საბანკო-საფინანსო და სამედიცინო სფერო. პანდეემიის შემდეგ, IT სფეროც გააქტიურდა“, - აღნიშნა ინგა შახბაზიანმა.

მისივე განმარტებით, ქვეყანაში სამუშაო ძალის დეფიციატია, ამიტომ, სხვადასხვა კომპანიები, თუ ორგანიზაციები კადრების მოძიების პროცესში სერიოზულ გამოწვევებს აწყდებიან.

„ჩვენს საიტს აქვს სამუშაოს მაძიებლების ცალკე ველი, სადაც ამ ეტაპისთვის, 150 ათასი მომხმარებელია დარეგისტრირებული. სამწუხაროდ, ვერ ვიტყვით, რომ წინა წლებთან შედარებით, გაზრდილია ეს მაჩვენებელი. ქვეყანაში სამუშაოს მაძიებელთა რაოდენობა აღარ იმატებს, კადრების დეფიციტის გამო კი, დამსაქმებლებს შორის გაზრდილია კონკურენცია, რის გამოც მათ უწევთ ხელფასების გაზრდა და ამ გზით ცდილობენ, კანდიდატები მოიზიდონ. მაგალითისთვის, რითეილ სექტორი რომ ავიღოთ, ბოლო 1 წელში, ამ სფეროში ხელფასები 15-20%-ით გაიზარდა“, - აღნიშნა  ინგა შახბაზიანმა.

როგორც HR.GE-ის რეგიონულმა მენეჯერმა განაცხადა, კანდიდატების კიდევ უფრო მოსაზიდად, კომპანიები ვაკანსიაში უკვე ანაზღაურებასაც უთითებენ.

„საინტერესო ტენდენცია შეინიშნება, თუ ადრე ვაკანსიების მხოლოდ 5-6%-ში იყო ანაზღაურება მითითებული, ახლა, სულ უფრო მეტი კომპანია უთითებს ხელფასს მის მიერ გამოქვეყნებულ ვაკანსიაში. ეს მაჩვენებელი უკვე 30%-ამდე ავიდა“, - განაცხადა HR.GE-ის რეგიონულმა მენეჯერმა.

ინგა შახბაზიანის თქმით, ვაკანსიების ხელმეორედ გამოცხადება უკვე ჩვეულებრივი მომენტია კომპანიებისთვის და ეს ხშირად ხდება.

შეგახსენებთ, საქართველოში ვაკანსიების რაოდენობა, ბოლო 1 წელში, ზრდის ტრენდს აჩვენებს. კერძოდ, 2023 წელს, იანვრიდან ივნისის ჩათვლით პერიოდში, დასაქმების პორტალებზე 42 ათასზე მეტი ვაკანსია გამოქვეყნდა, რაც 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 15%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023