ბიზნესი
15/06/2021

ინვესტორთა დასაინტერესებლად წყნეთის აგარაკების განვითარების გეგმა მომზადდება

წყნეთის აგარაკები განვითარების კონცეფციის გარეშე ინვესტორებისთვის მიმზიდველი არ აღმოჩნდა.

იმისათვის, რომ სამთავრობო აგარაკების მიმართ ინვესტორთა დაინტერესება მოხდეს "აქტივების მართვისა და განვითარების კომპანია“ განვითარების კონცეფციისა და განაშენიანების გეგმის მომზადებას გეგმავს, რისთვისაც 290 000 ლარიანი გამარტივებული შესყიდვა ითხოვა.

კომპანია ირწმუნება, რომ უმოკლეს ვადებში ჩასატარებელი ღონისძიების გამო, გამარტივებული შესყიდვა აუცილებელია.

„უახლოეს პერიოდში სახელმწიფოს მიერ დაგეგმილია, ქ. თბილისში, დაბა წყნეთში, სამთავრობო რეზიდენციის (ე.წ. წყნეთის აგარაკები) კომპლექსის ტერიტორიაზე მდებარე, დანართით წარმოდგენილი, შპს "აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიის" საკუთრებაში არსებული 90,293 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების და მათზე განთავსებული შენობა-ნაგებობების ფართომასშტაბიანი ფორმატით ინვესტორებისთვის წარდგენა/შეთავაზება. ამისთვის აუცილებელია ქალაქგეგმარებითი და ეკონომიკური ფაქტორების გათვალისწინებით, მომზადდეს აღნიშნული ქონების მიერ დაკავებული ტერიტორიის განვითარების ხედვა, განაშენების რეგულირების გეგმა და მოხდეს ამ უკანასკნელის დამტკიცება შესაბამისი წესით“, - ნათქვამია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთვის წარდგენილ დოკუმენტაციაში.

აღსანიშნავია, რომ განვითარების კონცეფციისა და განაშენიანების გეგმის შემუშავება და დამტკიცება უნდა მოხდეს არაუგვიანეს 2021 წლის პირველი სექტემბრისა.

შეგახსენებთ, ეკონომიკის სამინისტრომ წყნეთის სამთავრობო აგარაკები ელექტრონულ აუქციონზე 2019 წელს გამოიტანა. აუქციონზე  13 ნაკვეთის საერთო გასაყიდი ფასი 55,7 მლნ-სნ აღემატებოდა. ინვესტორს ვალდებულებად ტურისტული კომპლექსის მოწყობა და 20 მლნ ლარის ინვესტირება ევალდებოდა. აუქციონზე ქონებიტ არავინ დაინტერესებულა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023