ბიზნესი
22/04/2021

იყიდე ან გაყიდე მანქანა - Caru-ს დამფუძნებლებმა ახალი სტარტაპი შექმნეს

Caru-ს დამფუძნებელების შექმნილ ახალ სტარტაპზე მომხმარებლებლების ინტერესი იზრდება. 

Carusell ავტომანქანების ყიდვა-გაყიდვის საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც ნებისმიერი სეგმენტის მანქანის შემთხვევაში მომხმარებლებს დახმარებას სთავაზობს.

„ასეთი სერვისი დღეს ბაზარზე არ არის და Caru-ს პლატფორმაზე ბევრი  გვწერდა დახმარების თაობაზე. როგორც გაირკვა, ბერია ისეთი ადამიანი, რომელსაც როგორც ყიდვის ასევე მანქანის გაყიდვის დროს დახმარება სჭირდება. მანქანის ყიდვა არ ჰგავს მაღაზიაში ნაყინის შეძენას, რომ მარტივად შეძლო არჩევანის გაკეთება. ყიდვის შემთხვევაში საჭიროა შეარჩიო შენთვის სასურველ ფასში საუკეთესო ვარიანტები. შემდგომი ეტაპია შერჩეული მანქანის ტექნიკური შემოწმება. ეს ყველაფერი დროით რესურსთან ერთად გარკვეულ ცოდნას მოითხოვს. იგივეა გაყიდვის შემთხვევაში. შესაძლოა ერთი მცირე დეტალის შეკეთებით მანქანის საბაზრო ღირებულება შეიცვალოს. სწორედ ამ სერვისებს აერთიანებს „ქარუსელლ“. ჩვენი ექსპერტები მომხმარებლებთან ერთად გადიან ამ ეტაპებს და მათ დროის დაზოგვაში და სწორი არჩევანის გაკეთებაში ეხმარებიან. ყიდვის შემთხვევაში ეს იქნება მანქანის შემოწმება და ფასზე ვაჭრობა თუ გაყიდვის შემთხვევაში ონლაინ პლათფორმებზე ატვირთვა და კლიენტებთან საუბარი. ერთი თვეა რაც მომსახურების სერვისი დავნერგეთ. უკვე დაახლობით 15-მდე მომხმარებელს გავუწიეთ კონსულტაცია. რაც ვფიქრობ, კარგი მაჩვენებელია", - ამბობს Carusell-ის დამფუძნებელი ნიკა აბაშიძე.

“ქარუსელს“ პირველ ეტაპზე მხოლოდ საქართველოს ბაზრის ათვისება აქვს დაგეგმილი, თუმცა დამფუძნებლები მასშტაბების ზრდას არ გამორიცხავენ.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023