ბიზნესი
26/03/2021

ირაკლი იაშვილი: მესამე ლოქდაუნის გამოცხადების შემთხვევაში გაღარიბების პრობლემა დადგება

„ისთ გეით ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი იაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ ქვეყანაში მესამე „ლოქდაუნის“ გამოცხადების შემთხვევაში სერიოზულად დადგება გაღარიბების პრობლემა.

მისი განმარტებით, ეს ასევე ნეგატიურად აისახება ლარის კურსზე, რადგან მოთხოვნა-მიწოდება, ე.წ ბალანსი, რომელიც იყო 2 წლის წინ, დაირღვა, აირია ბაზარზე არსებული წონასწორობა, როგორც სავალუტო, საფინანსო, ისე სამომხმარებლო.

„ეს რეალურად შეცვლის მდგომარეობას, უკეთესობისკენ რომ არ შეცვლის, ფაქტია. ამ ფონზე სუბიექტური მიზეზების დამატება, სრულიად წარმოუდგენელია,“ - აცხადებს იაშვილი.

გამოსავალს „ისთ გეით ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მასობრივ ვაქცინაციაში ხედავს. მისი ინფორმაციით, აუცილებელია ქვეყანაში მოსახლეობის 70%-მდე აიცრას, წინააღმდეგ შემთხვევაში სიტუაცია არ გამოსწორდება.

„ვაქცინაციის გარეშე ვირუსი არ გაქრება. პროპაგანდა ცოტა დააკლეს აშკარად, ჯანდაცვის სამინისტროს ცოტა მეტი უნდა ემუშავა, შეეექმნა ვიდეო რგოლები და ახსნა-განმარტებითი სამუშაოები ჩაეტარებინა, ეგონათ, რომ ხალხი რიგში ჩადგებოდა ვაქცინაციისთვის. მით უმეტეს, ამას ტრაგიკული შემთხვევაც დაემთხვა. ამიტომ, მოსახლეობასთან გაათმაგებული მუშაობაა საჭირო. სხვანაირად პანდემია როგორ უნდა დავამარცხოთ?!“ - აცხადებს იაშვილი.

აღსანიშნავია, რომ შეზღუდვების ახალ ტალღაზე საუბარი ბოლო დღეებია საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
01

31/10/2023
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
04

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023