ბიზნესი
01/02/2023

ირაკლი ქარქაშაძე: ვიწყებთ ქუთაისის აეროპორტის მასტერპლანზე მუშაობას

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, 2023 წლის მიმდინარე წელს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მასშტაბური ინფრასტრუქტურული ღონისძიებებია დაგეგმილი, რომლის საინვესტიციო ღირებულება 47 მილიონი ლარია.  

,,პირველ რიგში 2023 წელს დავასრულებთ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი, 3,5 კილომეტრიანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის (ადზ) პროექტირებას, რაც აეროპორტის განვითარების გრძელვადიანი გენერალური გეგმის, ე.წ. მასტერპლანის შემადგენელი ნაწილია. ახალი, უფრო დიდი ასაფრენი ზოლი, მომავალში, საშუალებას მოგვცემს ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში ყველა სახის სამგზავრო და სატვირთო საჰაერო ხომალდი მივიღოთ და მოვემსახუროთ,-‘’აცხადებს ირაკლი ქარქაშაძე.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი ამბობს, რომ მასტერპლანი -  ეს არის უმნიშვნელოვანესი და სავალდებულო დოკუმენტი, რომელიც მსოფლიოში ყველა აეროპორტს უნდა გააჩნდეს და მასზე ძირითადად ოპერატორი კომპანიები მუშაობენ.

,,პირველ რიგში, ე.წ. მასტერპლანით თავად აეროპორტების ოპერატორი კომპანიები ვსარგებლობთ. ეს ჩიკაგოს კონვენციის მე-14 დანართითაა გაწერილი. რადგან ჩვენი, როგორც აეროპორტების ოპერატორი კომპანიების ინტერესებში შედის ვიცოდეთ - გრძელვადიან გეგმაში როგორ ვავითარებთ აეროპორტს, რათა სამომავლოდ ქალაქის განაშენიანების რეგულირების გეგმაში (გრგ) აეროპორტის განვითარების გეგმა წინასწარ იყოს გაწერილი. მასტერპლანი დაგეგმვის პროცესში აუცილებლად გამოვლინდება განვითარების სხვადასხვა სქემები, რომელმაც შესაძლოა, აეროპორტის ირგვლივ სხვადასხვა ტიპის ინფრასტრუქტურულ განვითარებაზე იქონიოს გავლენა. გენერალური განვითარების გეგმის არსებობის შემთხვევაში კი ცალსახად მოხდება აეროპორტის ინტერესების გათვალისწინება,-‘’აცხადებს ირაკლი ქარქაშაძე.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, მიმდინარე წელს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში განხორციელდება სამიმოსვლო ბილიკებისა და ბაქნის გეგმური რეაბილიტაცია, აშენდება დამატებით 400 ავტომობილზე გათვლილი ახალი ავტოსადგომი; განახლდება და დამონტაჟდება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი შუქსასიგნალო სისტემები.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
01

30/04/2021
ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
02

31/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023