ბიზნესი
20/06/2020

ირაკლი ლექვინაძე: ანტიდემპინგური კანონი საუკეთესო ევროპულ პრაქტიკას ეფუძნება, განხილულია არაერთ პლატფორმაზე და დაბალანსებულია

პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი უკვე დაუჭირა კანონპროექტს „ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიებების შესახებ“. პროექტის მიხედვით, ამ საკითხზე მოკვლევის ორგანოს კონკურენციის სააგენტო წარმოადგენს. სააგენტო, დემპინგური იმპორტის შესწავლას, ადგილობრივი ინდუსტრიის მომართვის საფუძველზე, კონკრეტული პროდუქტის შესახებ დაიწყებს.

„ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიებების შესახებ“ კანონპროექტის თანახმად, კონკურენციის სააგენტო ვალდებულია, დაადგინოს, იყიდება თუ არა იმპორტირებული პროდუქტი დემპინგური ფასებით.

კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი ლექვინაძე გადაცემაში „ბიზნესი იმედზე“ აცხადებს, რომ პროცესის გამჭვირვალობით, სააგენტო უპასუხებს იმ გამოწვევას, რასაც ადგილობრივი ინდუსტრიებისთვის დემპინგის პრობლემა ქვია. ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ, მათი დასკვნის საფუძველზე, გადაწყვეტილებას მთავრობა მიიღებს. ანტიდემპინგური ღონისძიების შედეგად დაწესებული ტარიფის ადმინისტრირებას კი, საქართველოს შემოსავლების სამსახური განახორციელებს.

„იმ შემთხვევაში ვიწყებთ საკითხის შესწავლას, თუ ადგილობრივ ინდუსტრიაში მოთამაშეების 50%-ზე მეტი, დღის წესრიგში დააყენებს აღნიშნულ პრობლემას. ამასთან, მათი ერთობლივი წილი ბაზარზე 25%-ზე ნაკლები არ უნდა იყოს. ეს არის მთავარი. ამის შემდეგ ჩვენ გვაქვს გარკვეული ვადები, განცხადებაში დასმული საკითხი შევისწავლოთ და დავადგინოთ, გავქვს თუ არა საქმე რეალურად დემპინგთან. საბოლოოდ, მოვამზადებთ დასკვნას, რომელსაც მთავრობას გადავუგზავნით რეაგირებისთვის. შემიძლია გითხრათ, რომ ანტიდემპინგური კანონი საუკეთესო ევროპულ პრაქტიკას ეფუძნება, განხილულია არაერთა პლატფორმაზე და არის მაქსიმალურად დაბალანსებული. ერთის მხრივ, ადგილობრივი ინდუსტრიები დაცული იქნებიან დემპინგისგან და მეორეს მხრივ, განეიტრალდება იმპორტიორების შიშები, რომ კანონი მათ წინააღმდეგ იქნება გამოყენებული“ აცხადებს ირაკლი ლექვინაძე.

შეგახსენებთ, რომ დემპინგი ეს არის საქონლის გაყიდვა უცხოეთის ბაზარზე, ადგილობრივი ბაზრის ფასებთან შედარებით იაფად, კონკურენტების ჩამოშორების მიზნით, ხშირ შემთხვევაში თვითღირებულებაზე ნაკლებ ფასად. როგორც წესი, დემპინგით მოსარგებლე იმპორტიორებს, ყველგან, სადაც ანტიდემპინგური კანონი მოქმედებს, მაღალი ხარისხის პროდუქცია შეაქვთ. თუმცა, პატარა ქვეყნებში, სადაც ამ ქმედების ამკრძალავი ღონისძიებები არ აქვთ, იოლად ახერხებენ პროდუქციის დემპინგური ფასით შეტანას. გამონაკლისი ამ მხრივ არც საქართველოა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023