ბიზნესი
24/01/2022

"ირაოს" შინაური ცხოველების დაზღვევაზე მაღალი მოთხოვნაა

შინაური ცხოველების დაზღვევაზე ინტერესი იზრდება. ამ მიმართულებით ბაზარზე პიონერი კომპანია "ირაოა," რომლის ძაღლების დაზღვევის პაკეტის გაყიდვები თვიდან თვემდე 20%-ით იზრდება.

როგორც "ირაოს" ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნკაციების ხელმძღვანელმა, ელენე მარგიშვილმა "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა, მომხმარებლის მოთხოვნიდან გამომდინარე, ერთ წლიანი ოპერირების შემდგ, სადაზღვეო კომპანია, მიმდინარე კვარტალში კატების დაზღვევის მომსახურების დამატებასაც აპირებს. იგეგმება ასევე პარტნიორი კომპანიების ჩამონათვალის გაზრდაც.

ცნობისთვის, "ირაოს" შინაური ცხოველების დაზღვევის მომხმარებლები არა მხოლოდ შინაური ცხოველების სტანდარტულ ჯანმრთელობის დაზღვევას, არამედ დამატებით ბენეფიტებსაც იღებენ. კერძოდ, საუბარია სხვადასხვა სახის ვეტმომსახრურებაზე, როგორიცაა მაგალითად, გრუმინგი ფიქსირებულ ფასდაკლებებზე. ფიქსირებული ფასდაკლება ვრცელდება სხვადასხვა საკვების სხვადასხვა მაღაზიების ქსელზეც. კომპანია თანამშრომლობს ქართულ სტარტაპებთანაც.

საქართველოში შინაური ცხოველების დაზღვევა დღეს მხოლოდ "ირაოს" შემოთავაზებებშია, თუმცა კომპანიაში ელიან, რომ სერვისი კონკურენტ კომპანიებშიც დაემატება.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023