ბიზნესი
09/03/2023

ისი-პარი: ჩვენი მომხმარებლების ასაკობრივი კატეგორია საგრძნობლად შეიცვალა

"ისი-პარი"  ახალი პარფიუმერული ბრენდების შემოყვანაზე მუშაობს. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ „ისი-პარის“ კონტენტის მენეჯერმა ლინა ქალდანმა განუცხადა, თანამშრომლობაზე მოლაპარაკებები რამდენიმე ბრენდთან მიმდინარეობს, თუმცა, პარფიუმერულ კომპანიას სიახლეები აქვს უკვე არსებულ ბრენდებთან მიმართებითაც.

„მოგეხსენებათ „ისი-პარის“ მაღაზიათა ქსელში 90-ამდე ბრენდია წარმოდგენილი და მათ უდიდეს ნაწილს საგაზაფხულოდ სიახლეები აქვს საკუთარი მომხმარებლებისთვის. ძალიან ბევრი ახალი არომატი შექმნეს მათ, განსაკუთრებით კი, ქალბატონებისთვის და საერთაშორისო ბაზრებზე ამ არომატების გამოსვლიდან, მაქსიმუმ 10 დღეში, ისინი უკვე ჩვენს თაროებზეც გამოჩნდა“, - აღნიშნა ლინა ქალდანმა.

„ისი-პარის“ კონტენტის მენეჯერმა „ბიზნესპარტნიორთან“ კომპანიის მომხმარებლებზეც ისაუბრა და თქვა, რომ მყიდველების ასაკობრივი კატეგორია მნიშვნელოვნად შეცვლილია.

„თუ ადრე, „ისი-პარის“ მომხმარებლები 30 წლიდან ზემოთ პირები იყვნენ, ამ ეტაპზე, ისინი 20 წლიდან ზემოთ არიან. თუმცა, ყველაზე მეტი მომხმარებელი მაინც 30-დან 50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში გვყავს“,- განმარტა „ისი-პარის“ კონტენტის მენეჯერმა.

შპს „პრესტიჟი“ ბაზარზე „ისი-პარის“ სავაჭრო ნიშნით საქმიანობს. კომპანიის  ძირითად მიმართულებას წარმოადგენს კოსმეტიკური და პარფიუმერული პროდუქტით საცალო და საბითუმო ვაჭრობა. დღეს, საქართველოს პარფიუმერიულ ბაზარზე „ისი პარი“ 20 მაღაზიითაა წარმოდგენილი.

“ისი-პარის“ მაღაზიებში 90-მდე  პარფიუმერული სახელია წარმოდგენილი: Chanel , Hermes, Sisley, Shiseido, YSL, Lancome, Narciso Rodriguez, Dolce & Gabbana, Gucci, Chloe, Burberry, Bvlgari, Versace, J.P. Gaultier, I. Miyake, C. Klein, C. Herrera, Marc Jacobs, Cartier  და სხვა.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023