ბიზნესი
18/01/2023

"ისი-პარი" ნიშ პარფიუმერიის მიმართულების განვითარებას გეგმავს

"ისი-პარი“ ნიშ პარფიუმერიის მიმართულების განვითარებას გეგმავს. ცნობილმა პარფიუმერულმა კომპანიამ აღნიშნული მიმართულება გასული წლის ბოლოს დაიმატა და წელს ნიშ პარფიუმერიაში მომხმარებელს კიდევ უფრო მეტ სიახლეს შესთავაზებს. 

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ „ისი-პარის“ კონტენტის მენეჯერმა ლინა ქალდანმა განუცხადა,ნიშ პარფიუმერიის (მაღალი საფასო სეგმენტის და ბუნებრივ ინგრედიენტებზე დამზადებული პროდუქცია) განვითარება მასზე მაღალმა მოთხოვნამ განაპირობა. 

გარდა ამისა, კომპანია ქსელის გაფართოებასაც განაგრძობს. პარფიუმერულმა კომპანიამ 2022 წელს კიდევ ერთი ფილიალი დაიმატა, რომელიც ზუგდიდში გაიხსნა.

„2023 წელიც არ იქნება გამონაკლისი და „ისი-პარი“ საქართველოს მასშტაბით ახალ ფილიალებს გახსნის. მათ შორის, სიახლეები გვექნება რეგიონების კუთხით, თუმცა ამ ეტაპზე, კონკრეტულ ქალაქებს ვერ დავასახელებთ“, - აღნიშნა ლინა ქალდანმა.

შპს „პრესტიჟი“ ბაზარზე „ისი-პარის“ სავაჭრო ნიშნით საქმიანობს. კომპანიის  ძირითად საქმიანობას წარმოადგენს კოსმეტიკური და პარფიუმერული პროდუქტით საცალო და საბითუმო ვაჭრობა.

დღეს საქართველოს პარფიუმერიულ ბაზარზე „ისი პარი“ 20 მაღაზიითაა წარმოდგენილი.

“ისი-პარის“ მაღაზიებში 80-მდე  პარფიუმერული სახელია წარმოდგენილი: Chanel , Hermes, Sisley, Shiseido, YSL, Lancome, Narciso Rodriguez, Dolce & Gabbana, Gucci, Chloe, Burberry, Bvlgari, Versace, J.P. Gaultier, I. Miyake, C. Klein, C. Herrera, Marc Jacobs, Cartier  და სხვა.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023