ბიზნესი
17/02/2023

IT ასოციაცია: ტექნოლოგიურმა განვითარებამ IT სპეციალობაზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაზარდა

ტექნოლოგიურმა განვითარებამ და ყველაფრის გაციფრულებამ IT სპეციალობაზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაზარდა.

როგორც „IT ასოციაციის“ თავჯდომარე, თორნიკე თოხაძე გადაცემა „ბიზნესი რუსთავი 2“-ზე აცხადებს, 3 და 4 თვიანი კურსების არსებობა კარგია, რადგან ის გარკვეულ შედეგს იძლევა, თუმცა პროფესიული განვითარებისათვის გრძელვადიანი პროცესია საჭირო.

მისი ინფორმაციით, პირველი ფაქტორი, რის გამოც მოხდა გლობალურად IT მიმართულებით მოთხოვნის ზრდა, ტექნოლოგიებში მიმდინარე ცვლილებებია.მათ შორის,მზარდი და მოწინავე ტექნოლოგიების აქტიური მიწოდების ახალი გადაწყვეტილებები, მაგალითისთვის CHATGPT-ის გადაწყვეტილება, რომელიც ხელოვნურ ინტელექტზე არის დაფუძნებული.

გარდა ამისა, ბევრი სიახლე  Cloud სისტემებთან დაკავშირებით მიმდინარეობს. ასევე ვითარდება ფინანსური ტექნოლოგიები, შესაბამისად ეს მამოტივირებლად ითვლება ICT სფეროში.  მეორე ფაქტორი, ეს არის რეგიონალური და გეო-პოლიტიკური მოვლენები ომთან და საფრთხეებთან დაკავშირებით, რაც ზრდის კიბერ-უსაფრთხოების მიმართულებით ყურადღების აუცილებლობას.

ბოლო, მესამე მთავარ ფაქტორს წარმოადგენს პანდემია, რომლმაც შეიძლება ითქვას, რომ ტექნოლოგიურ განვითარებას ბიძგი მისცა. 

“პანდემიამ დააჩქარა ახალი სექტორების ჩამოყალიბება, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტის მიმართულება, ელექტრონული კომერცია, ფინანსური ტექნოლოგიები და სხვა. სწრაფად მზარდი სექტორები გაჩნდა ბაზარზე, შესაბამისად ამან გამოიწვია არსებული ეკონომიკის სხვადასხვა დარგებში გადაწყობის საჭიროება, ახალ სამუშაო პროცესებთან ფეხის აწყობა და აქედან გამომდინარე ახალი პროფესიები ამ დარგებთან მომიჯნავე გახდა.

„სასწავლო მეთოდოლოგია მნიშვნელოვნად იცვლება. სწავლის კონტექსტი უკვე გადატანილია, როგორც მთელი ცხოვრების განმავლობაში სწავლა. „  - აღნიშნავს თოხაძე.

IT ასოციაციის“თავჯდომარის მტკიცებით, ბაზარზე კვალიფიციურ ადამიანურ კაპიტალზე მოთხოვნა მაღალია, ბიზნესს ინტელექტუალური რესურსი სჭირდება, ეს კი თავისთავად გულისხმობს სამუშაო ადგილზე სამუშაო მოთხოვნების  შესაბამის საოპერაციო ცოდნას, რომელსაც დაინტერესებული პირები კოლეჯის ან სასერთიფიკატო კურსის განმავლობაში ვერ მიიღებენ.

მისი მოსაზრებით, საჭიროა სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების მეთოდოლოგია, სადაც კურსები როგორც ორგანიზაციებში, ასევე სასწავლო გარემოში ერთდროულად მიმდინარეობს.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023