ბიზნესი
08/09/2022

იუველირები შემოდგომაზე ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების გაძვირებას ელიან

საქართველოში, შესაძლოა, ოქროს და ვერცხლის ნაკეთობები გაძვირდეს.

როგორც „ბიზნესპარტნიორთან“ სავაჭრო ცენტრ „ოქროს კიდობანის“ ძვირფასი ლითოების ექსპერტმა ირმა მოსიაშვილმა განაცხადა, წინა წლების გამოცდილებას თუ გავითვალისწინებთ, შემოდგომაზე, ნათლობების და ქორწილების სიუხვიდან გამომდინარე, ოქროს და ვერცხლის ნაკეთობებზე ფასი იმატებს.

"როგორც წესი, ეს არ არის დამოკიდებული არც ოქროს საერთაშორისო ფასებზე და არც ლარის კურსზე. ფასების მატებას განაპირობებსა ადგილობრივ ბაზარზე არსებული მაღალი მოთხოვნა. წელსაც ველით, რომ ოქროს და ვერცხლის ნაკეთობები გაძვირდება, თუმცა ფასის მატება არ იქნება მკვეთრი“, - განუმარტავს ირმა მოსიაშვილი.

ამ დროისთვის ძვირფასი ლითონის გაიაფების მიუხედავად, ოქრო საქართველოში კვლავ ერთ-ერთ მთავარ საინვესტიციო აქტივად რჩება. მიუხედავად მიმდინარე რუსეთ-უკრაინის ომისა და პანდემიისა, ქართველები ოქროს ნაკეთობებს ისევ აქტიურად ყიდულობენ. მეტიც, მიმდინარე წლის ზაფხულის გაყიდვების მაჩვენებელი პანდემიმადელ მონაცემებს გაუთანაბრდა, ყველაზე მოთხოვნადი იტალიური და ქართული ნაკეთობებია.

„ეს ზაფხული გამორჩეული იყო იმითაც, რომ ბოლო წლებთან შედარებით, ოქროს ნაკეთობები გაიაფდა, რაც გამოიწვია მსოფლიო ბირჟაზე უნციის ფასის დაწევამ და ლარის კურსის გამყარებამ დოლართან მიმართებით. ამ დროისთვის, ნაკეთობების შემთხვევაში, 1 გრამი ოქროს ღირებულება 130-140 ლარიდან იწყება, მაშინ, როცა გასულ წლებში ფასი 160 ლარიდან იწყებოდა. რაც შეეხება ჯართის ფასს, 1 გრამი ოქროს ღირებულება100 ლარის ნაცვლად, 90 ლარიდან იწყება“, - დასძინა ირმა მოსიაშვილმა „ბიზნესპარტნიორთან“.

ცნობისთვის, საერთაშორისო ბაზარზე ოქროს ფასზე კლების ტენდენცია ფიქსირდება. ერთი უნცია ოქროს ღირებულება, საშუალოდ, 1700 დოლარს აღემატება, მაშინ როცა აგვისტოს თვეში ის 1800 დოლარის ფარგლებში იყო.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023